Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კალაძე აფეთქებაზე: ვისაც დასჭირდება საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ყველას დავეხმარებით

15 ნოემბერი, 2018 14:28

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, მერია ყველა იმ ადამიანს დაეხმარება და საცხოვრებლით უზრუნველყოფს, ვისაც ზემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად ბინები დაუზიანდა. 

როგორც მან შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა, გვერდით კორპუსებში არანაირი პრობლემა არ არის, ხოლო დაზიანებული კორპუსიდან გამოყვანილ ადამიანებს სხვადასხვა მისამართებზე გადაიყვანენ. 

„ამას გამგეობა და თბილისის მერია უზრუნველყოფს. ასევე, ჩვენ შევამოწმებთ, რამდენად უსაფრთხო იქნება ამ საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრება. თუ რაიმე დამატებითი სამუშაო იქნება ჩასატარებელი, მერია და გამგეობა ამას თავის თავზე აიღებს. ვისაც დასჭირდება საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ყველას დავეხმარებით“, - განაცხადა კალაძემ.

ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო კორპუსში აფეთქება მოხდა. დანგრეულია რამდენიმე სართული და დაშავებულია სამი ადამიანი. მათგან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. მაშველები ამ დრომდე ეძებენ ორ ადამიანს.

ფონიჭალაში კორპუსში აფეთქება მოხდა - სავარაუდო მიზეზი გაზის გაჟონვაა

დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დამწვარი 3 პირის მდგომარეობა მძიმეა და ისინი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან. 

ექიმი: ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დამწვარი სამივე პირის მდგომარეობა მძიმეა

ექიმის თქმით, სამივე პირი ერთი ოჯახიდანაა - 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი. დამწვრობის ცენტრის დირექტორის განმარტებით, მათ სხეულის სხვადასხვა მიდამოს სერიოზული დამწვრობები აღენიშნებათ. კერძოდ, 44 წლის მამაკაცს სხეულის 65%, მის შვილს 55%, ბავშვს კი 12% აქვს დამწვარი. ამასთან, გარდა დამწვრობისა, მათ დამწვრობითი შოკი და ტრავმული დაზიანება აღენიშნებათ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^