Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მეშახტე: პრემიერთან შეხვედრის საშუალება ყველა მსურველს არ მიეცა, კითხვები შეთანხმებული იყო

15 ნოემბერი, 2018 19:52

„წინასწარ შერჩეული პირები დასვეს ამ შეხვედრაზე, ვერ ვიტყვი, რომ შეხვედრა დიალოგის ფორმით იყო გამართული, ეს იყო უფრო ცალმხრივი შეხვედრა“, - „ლიბერალთან“ საუბრისას ტყიბულელი მეშახტე რუსლან ბუცხრიკიძე პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ტყიბულში გამართულ შეხვედრის შესახებ საუბრობს.

„უბრალოდ პრემიერმა ილაპარაკა. მომზადებულები იყვნენ მეშახტეები, თუ რა კითხვები უნდა დაესვათ მისთვის. რამე ისეთი მწვავე შეკითხვა არ დასმულა... იყო უფრო ცალმხრივი შეხვედრა, სადაც პრემიერმა თავისი ხედვები წარმოადგინა, თუ რას ფიქრობს სამომავლოდ ტყიბულზე, ეს იყო და ეს. იყო ერთი-ორი შეკითხვა, რაც მეშახტეებმა დასვეს, ის კითხვები, რომლებიც მომზადებული იყო წინასწარ და უნდა თქმულიყო“, - ამბობს რუსლან ბუცხრიკიძე.

იგი ამბობს, რომ შეხვედრაზე დასწრების საშუალება ყველა მსურველს არ მიეცა. როგორც ის აღნიშანვს, კომპანიას ჰყავდა ის ადამიანები წარმოდგენილნი, რომლებსაც მწვავე კითხვები არ გაუჩნდებოდათ და „ზედმეტ“ კითხვებს არ დასვამდნენ.

„იქ მოსულ ადამიანებს მოუწიათ უკან გაბრუნება, პროტოკოლიდან გამომდინარე, დაცვამ  განაცხადა, რომ მხოლოდ 250 კაცი უნდა დასწრებოდა ამ შეხვედრას და შეიძლება ითქვას, რომ  წინასწარ  შერჩეული პირები დასვეს ამ შეხვედრაზე. ვერ ვიტყვი, რომ ყველა წინასწარ იყო შერჩეული, მაგრამ ის ადამიანები, ვინც მე მინდოდა იქ, ჩემ გვერდით მეხილა, მათ პრემიერისთვის მოსმენის და კითხვების დასმის საშუალება არ მიეცათ“, - ამბობს მეშახტე რუსლან ბუცხრიკიძე.

ბუცხრიკიძე ფიქრობს, რომ პრემიერის ტყიბულში ვიზიტი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო და არა მათი პრობლემებით დაინტერესების მცდელობა.

„მე ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა უფრო წინასაარჩევნოდ იყო გათვლილი და გამიზნული.  ეს არ ყოფილა მათი გულიდან წამოსული. რომ არა არჩევნები, ტყიბულელები ვერ ვიხილავდით პრემიერს... პრემიერს, მთავრობის ნებისმიერ წარმომადგენელს, ნებისმიერ ხელმძღვანელს, ვისაც ტყიბულში მდგომარეობის შეცვლა ხელეწიფება, მათ 6 წლის განმავლობაში ჰქონდათ ამის შესაძლებლობა. ასევე 2016 წლის გაფიცვების შემდეგ, იმის შემდეგადაც, როდესაც ადამიანები დაიღუპნენ, მაგრამ მათ არანაირი რეაგირება არ მოახდინეს, სანამ ასეთი კატასტროფული შედეგი არ მივიღეთ“, - ამბობს რუსლან ბუცხრიკიძე.

ტყიბულელმა მეშახტეებმა პროტესტი დროებით შეწყვიტეს - ითხოვენ პრემიერთან შეხვედრას

3 ნოემბერს ტყიბულში მეშახტეებმა გაფიცვა შეწყვიტეს. როგორც  „ლიბერალთან" საუბრისას მეშახტე ხვიჩა გაბუნია ამბობდა, მეშახტეები პრემიერთან შეხვედრას მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ თუ მთავრობის წინაშე დაყენებული საკითხები გათვალისწინებული არ იქნებოდა, პროტესტს განაახლებდნენ.

ტყიბულში პრემიერის დღევანდელი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა. მათი შეფასებით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. 

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მინდელის შახტის შესახებ მაღალკვალიფიციური საინჟინრო დასკვნა დეკემბერში გახდება ცნობილი, რის შემდეგაც იმ უბნებზე, რომლებზეც პოზიტიური დასკვნა მომზადდება, მუშაობა განახლდება.

პრემიერის თქმით, არაუგვიანეს მომავალი წლისა, უნდა ჩამოყალიბდეს შახტის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია, წინააღმდეგ შემთხვევაში საწარმოს ფუნქციონირება მდგრადი ვერ იქნება. 

„ნახშირის მოპოვების სექტორს პროგნოზირებადობა და მდგრადობა სჭირდება. ჩვენ მოწადინებული ვართ, რომ შახტი ფუნქციონირებდეს, მაგრამ შრომის უსაფრთხოების მაღალი დონის უზრუნველყოფა და ამ კუთხით მაღალი დისციპლინა აუცილებელია. ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა არაფერი დგას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.  

პრემიერ-მინისტრმა მეშახტეებს, ასევე მიაწოდა ინფორმაცია, რომ მომავალი წლიდან ტყიბულში დაიწყება ტექსტილის ახალი ქარხნის მშენებლობა.

ქალაქი, რომელიც გლოვით დაიღალა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

24 მაისი
24 მაისი

ქუთაისში ადვოკატსა და მის ოჯახზე თავდასხ ...

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, 18 მაისს ქალაქ ქუთაისში, ლეონიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ადვოკატ ...
24 მაისი
24 მაისი

თბილისის ბაგა-ბაღებს საკვები პროდუქტით კ ...

თბილისის ბაგა-ბაღებს მომავალი კვირიდან საკვები პროდუქტით კომპანია „მზიური“ მოამარაგებს -  აღნ ...
24 მაისი
24 მაისი

პრეზიდენტმა 8 თავისუფლებააღკვეთილი და 3 ...

დღეს საქათველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, შეი ...
^