Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

განიხილავენ თუ არა კობაურის საქმეს ნაფიცი მსაჯულები?

20 ნოემბერი, 2018 12:04

ხადის ხეობაში რაიან მაიკლ სმიტის, ლორა სმიტისა და მათი 4 წლის შვილის, ქელებ სმიტის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მალხაზ კობაურის ადვოკატები მოითხოვენ, კობაურის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს. 

წინასასამართლო სხდომა გუშინ მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაიმართა. როგორც „ლიბერალს“ ბრალდებულის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ უთხრა, სხდომაზე ვერ მოხერხდა ამ შუამდგომლობის დაყენება და წინასასმართლო სხდომა 22 ნოემბერს გაგრძელდება. 

მალხაზ კობაურის ადვოკატის თქმით, პროკურატურას მტკიცებულებები არ გააჩნია

„მოსამართლე მაინც ერთი ადამიანია, შეიძლება პროფესიონალია და თავისი საქმე კარგად ესმის, მაგრამ შესაძლებელია, გარკვეულწილად, საზოგადოების გავლენის ქვეშ მოექცეს, რაც ჩვენ არ გვინდა. 12 ადამიანის მოსაზრება ნაკლები რისკია და ვფიქრობთ, სწორ გადაწყვეტილებას გამოიტანენ.  მიუხედავად იმისა, რომ ახალი ინსტიტუტია ჩვენს ქვეყანაში, ჯობია მაინც ნაფიცმა მსაჯულებმა იმსჯელონ ამ საკითხზე," - ამბობს ალექსანდრე კობაიძე. 

პროკურორი: ჯერჯერობით მალხაზ კობაურს ლორა სმიტის გაუპატიურებას არ ვედავებით

პროკურატურა: მალხაზ კობაურს გაუპატიურების მუხლით ბრალდება დაუმძიმდა

მალხაზ კობაურის ადვოკატმა „ლიბერალს“ უთხრა, რომ დაცვის მხარე გუშინდელ სხდომაზე აღკვეთის შეცვლასაც ითხოვდა და კობაურის პატიმრობიდან გათავისუფლებას, თუმცა მოსამართლემ არ გაითვალისწინა ეს მოთხოვნა. ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ მოსამართლემ დაცვის მხარის არც ერთი შუმადგომლობა არ დააკმაყოფილა, მაგრამ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობები. 

რა პრეტენზიები აქვს სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს გამოძიებასთან

„ყველა ტიპის ექსპერტიზა არ არის დასრულებული. ჩვენ, დაცვის მხარე  ველოდებით კობაურის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რამდენად შეუძლია და აქვს მას სექსუალური კავშირის დამყარების უნარი“, - ამბობს ალექსანდრე კობაიძე.

კობაურისთვის ბრალის დამძიმებასთან ერთად, პროკურატურამ დანაშაულის მოტივიც შეცვალა - ადვოკატი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^