Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ადვოკატი: დავით კირკიტაძე ბრალს არ აღიარებს და შიმშილობას იწყებს

17 დეკემბერი, 2018 21:46

დავით კირკიტაძის ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა კახეთის სამხარეო სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კირკიტაძე ბრალს არ აღიარებს და შიმშილობას იწყებს. 

"მას ბრალი წარდგენილი აქვს პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმასთან დაკავშირებით. ბატონი დავითი აცხადებს შიმშილობას. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. იგი არის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი ხელისუფლების მხრიდან. მიგვაჩნია, რომ ადამიანს როდესაც უზღუდავ უფლებას, რომელიც კონსტიტუციით აქვს მინიჭებული, ეს არის გადაადგილების, გამოხატვის უფლება და ამ დროს საუბარი პოლიციის მუშაკზე თავდასხმაზე, მისი სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე, არის ზედმეტი. დავითი ბრალს არ აღიარებს“, - განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.

დავით კირკიტაძე დააკავეს

დავით კირკიტაძეს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება

დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე პოლიციელებმა დააკავეს. შსს-ს ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე სამართალდამცველზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას და ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^