Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კვირის განმავლობაში გრიპით და გრიპის მსგავსი დაავადებებით ავად ხდება 9 000 ადამიანი - გამყრელიძე

11 იანვარი, 2019 16:54

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ „TV პირველის“ ეთერში კიდევ ერთხელ ისაუბრა გრიპის ვირუსის გავრცელების შესახებ.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ ქუთაისსა და ბათუმში ორი ადამიანი გრიპის ვირუსით დაიღუპა.

ქუთაისში H1N1 ვირუსით 24 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

„სამწუხაროდ, ვადასტურებთ იმას, რომ ორივე შემთხვევაში საქმე გვქონდა ლაბორატიულად დადასტურებულ H1N1 გრიპისა და გრიპის მიმდინარეობის სერიოზულ გართულებასთან. ერთ შემთხვევაში სერიოზული თანმხლები დაავადება არსებობდა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

გარდაცვლილია 13 ადამიანი, 44 რეანიმაციაშია - სერგეენკო გრიპის შედეგებზე

ამირან გამყრელიძემ ისაუბრა, რომ გრიპი სერიოზული დაავდებაა და კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, გაითვალისწინონ დაავადებათ კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები.

„საერთოდ, გრიპით გამოწვეული სიკვდილიანობა მსოფლიოში არის დაახლოებით 03-დან 1%-მდე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ამერიკის დაავადებათა კონტროლის მონაცემებით, წლის განმავლობაში  გრიპით და გრიპის გართულებებით მსოფლიოში იღუპება დაახლოებით 300-დან 600 ათასამდე ადამიანი. ამიტომ არის ჩვენი მოწოდება, რომ გრიპის სიმტომების დროს თავი ავარიდოთ თვითმკურნალობას, რაც შეძლება ადრეულ ეტაპზე მივმართოთ ოჯახის ექიმს და ვიმოქმედოთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. 

ჩვენ გვაქვს გრიპის საშუალო გავრცელების მაჩვენებელი ქვეყანაში, ორაშაბათის მონაცემებით იყო დაახლოებით 256 შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე. ყოველკვირეულ მონიტორინგს ვაწარმოებთ და თუ ამას გადავიყვანთ საქართველოს მოსახლეობაზე, ეს ნიშნავს, რომ კვირის განმავლობაში გრიპით და გრიპის მსგავსი დაავდებებით  სადღაც ერთად ავად ხდება  აბსოლუტურ რიცხვში თუ გადავიყვანთ - 9 ათასამდე ადამიანი, რომელთაგანაც სტაციონალური მკურნალობა სჭირდება 15-20 პროცენტს, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^