Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტობის სამ კვირაში - პრეზიდნეტის ანგარიში

11 იანვარი, 2019 17:58

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს შეხვდა. კითხვებზე პასუხის გაცემამდე მან პრეზიდენტობის სამ კვირაში გაკეთებულ საქმეებზე ისაუბრა. 

პრეზიდენტის თქმით, ის ნელ-ნელა ეჩვევა ორბელიანის სასახლეს. ასევე, როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაწყებულია რეორგანიზაცია და გუნდის დაკომპლექტებით არის დაკავებული. 

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ამ სამი კვირის განმავლობაში დაიწყო რეგიონებში გასვლა: „პირველი გასვლა იყო სამეგრელოში, ასევე ვიყავით ენგურის ხიდზე, რაც ჩემთვის ყველაზე ნიშანდობლივი იყო. რუხის საავადმყოფო დავათვალიერეთ, რომელიც ძალიან შთამბეჭდავია ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ ჯერ კიდევ არაა ამოქმედებული".

ზურაბიშვილის თქმით, პრეზიდენტის ფონდში, რაც იყო დარჩენილი თანხა საახალწლო ღონისძიებებისთვის და სხვადასხვა საჭიროებებისთვის გამოიყენეს. 

„ერთია, გამოვეცით რამდენიმე წიგნი -  შშმ მიმოზა ცანავას ერთტომეული, გურამ დოჩანაშვილის წიგნის მესამე ტომი. ასევე ჟურნალი „ხიდი“, რომელიც არის ოკუპირებული ტერიტორიების და აფხაზ ძმებთან ნდობის აღდგენისთვის. 6 თვის გამოცემა დავაფინანსეთ. ასევე, ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსისთვის შევისყიდეთ კლარნეტი, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩება, მაგრამ მფლობელობაში დროებით გადაეცემა ამ ნიჭიერ ახალგაზრდას, რომელსაც ეს სჭირდება. გადაცემის ცერემონიაზე მოვიწვევთ და ვუსურვებთ დიდ წარმატებას. ასევე ხელი მოვაწერე რამდენიმე კანონს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

ზურაბიშვილის თქმით იქმნება ფონდი, საიდანაც პრეზიდენტი საკუთარ ხელფასს საქველმოქმედო ინიციატივებს მოახმარს

სალომე ზურაბიშვილი ცილისწამების აკრძალვის საკითხზე მუშაობას აპირებს​

სალომე ზურაბიშვილი: ჩემი პრეზიდენტობა არც ერთი გუნდის დამსახურება არ არის

ზურაბიშვილი უზენაესი სასამართლოს თემაზე - მე შემიძლია, ვიყო მხოლოდ საზოგადოების მხარეს​

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^