Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თოიძის სამხატვრო ცენტრის ადგილზე სასტუმრო აშენდება

04 თებერვალი, 2019 14:24

ჭონქაძის ქუჩაზე, მ. თოიძის სახელობის სამხატვრო ცენტრის შენობის ადგილზე თბილისის მერიამ სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გასცა. 

თბილისის მერიამ აღნიშნული პროექტი 2018 წლის ნოემბერში შეითანხმა და იმავე დღეს გასცა მშენებლობის ნებართვაც.

საკითხი განიხილეს კულტურული მემკვიდრეობის საბჭოზეც, რომელმაც დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. 

შენობის მფლობელი და დამკვეთია ორგანიზაცია შპს „ასტორია“. განმარტებით ბარათში წერია, რომ პროექტი მიზნად ისახავდა, შექმნილიყო მოცულობა, რომელიც ჩაეწერებოდა არსებულ გარემოში. 

„პროექტის მიზანი იყო, შექმნილიყო მოცულობა, რომელიც ჩაეწერებოდა არსებულ გარემოში და კიდევ უფრო გამოაცოცხლებდა მას. ძველი შენობის გაცოცხლებით მიღებულია საინტერესო კონტექსტი ახალ თანამედროვე ბლოკთან, რომელიც სრულიად განსხვავებულია როგორც ფორმით, სტილით და მოპირკეთებით, ასევე მასშტაბით. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ის ორნამენტები და მოხატულობა, რაც დღეს არსებულ შენობაშია, აღდგება და მოერგება სასტუმროს მთავარი მისაღები სივრცის ინტერიერს“.

სასტუმროს მთლიანი მოცულობა 2 ბლოკადაა გაყოფილი. ცენტრალური ბლოკი წარმოადგენს  ამ ადგილას 1914 წელს არსებული შენობის იდენტურ ასლს და შედგება ერთი მიწისქვედა, ერთი მიწისპირა და ერთი მიწისზედა სართულებისგან.  ხოლო მეორე ახალი ბლოკი შედგება  ორი  მიწისქვედა, ერთი მიწისპირა და 7 მიწისზედა სართულისგან.  - წერია განმარტებით ბარათში.    

2018 წლის იანვარში შენობაში გაჩნდა ხანძარი. როგორც შსს-ში „ლიბერალს“ მაშინ განუცხადეს, დამწვარი იყო 100 კვ. მ. ფართობი, რომელზეც არც ელექტროენერგია იყო და არც გაზი, ხანძრის მიზეზი საზოგადოებაში კითხვებს აჩენდა. 

ხანძრამდე თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში იმავე შენობაზე 2017 წლის მარტში შევიდა მოთხოვნა დემონტაჟის  ნებართვის შესახებ, რაზეც ინვესტორს უარი განუცხადეს.

ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილი „ლიბერალთან“  საუბრობდა, რომ ხანძარი შენობაში, რომელსაც არ აქვს ელექტროენერგია და გაზი, უარის მიღების შემდეგ გაჩნდა, რაც ეჭვებს იწვევდა.

„ვარაუდის დონეზე უნდა ვთქვა, რა თქმა უნდა, საეჭვოა, რომ ეს ხანძარი დემონტაჟზე უარის შემდეგ მოხდა, თანაც იმ შენობაში, რომელშიც არ არის ელექტროენერგია, გაზი, არავინ ცხოვრობს და უბრალოდ დაკეტილია“, - აცხადებდა ცირა ელისაშვილი „ლიბერალთან“ 2018 წელს. 

შენობის კონსტრუქციული დასკვნა ეკუთვნის გოჩა გეთიაშვილს. დასკვნაში წერია, რომ შენობის ვიზუალური დათვალიერებისას მრავალ ადგილას შეინიშნება საძირკვლისა და კედლების დეფორმაცია, დახრილი გამჭოლი ბზარებით და შესაძლებელია, მცირე სეისმური ბიძგების შემთხვევაში მათი მდგრადობის დაკარგვა. 

თოიძის სახელობის სამხატვრო ცენტრს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ ჰქონდა, თუმცა, როგორც ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილი ამბობს, ორი წლის წინ შეიქმნა თბილისის განვითარების კონცეფცია. ამ კონცეფციის ფარგლებში სარეკომენდაციო სია შედგა,  იმ შენობების ჩამონათვალით, რომლებსაც უნდა მინიჭებოდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ამ სიაში თოიძის სახელობის სამხატვრო ცენტრიც მოხვდა.

თოიძის სახელობის სამხატვრო ცენტრის შენობის დემონტაჟი დაიწყო

ელისაშვილი: საეჭვოა, რომ ხანძარი დემონტაჟის უარის მიღების შემდეგ გაჩნდა​


 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^