
მარნეულის მერმა თემურ აბაზოვმა საკრებულოს გადადგომის მოთხოვნით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია მან პირველ არხს დაუდასტურა.
„სასამართლო პროცესები შესაძლოა, რამდენიმე თვეს გაგრძელდეს. არ მსურს, ბრალდებული ვიყო და თან თანამდებობა მეკავოს. ამიტომ დღეს ჩემმა ადვოკატებმა განცხადებით მიმართეს მარნეულის საკრებულოს, რომელსაც ალბათ, უახლოეს დღეებში განიხილავენ. იმედს ვიტოვებ, რომ სასამართლო ობიექტური იქნება და ჩემ მიმართ გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს“, ამბობს თემურ აბაზოვი პირველ არხთან.
მარნეულის მერი თემურ აბაზოვი არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ბრალდებით დააკავეს
თემურ აბაზოვს ბრალი დაუმძიმდა
პროკურატურა: მარნეულის მერმა მოქალაქეს სახეში შეაფურთხა, აიძულა შარდით მოებანა სახე
თემურ აბაზოვს 14 ივნისს პროკურატურამ ბრალი მარნეულში მცხოვრები ელჩინ ალაჰვერდიევის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი ქმედების გამო წაუყენა.