Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გედევან ფოფხაძე: კობახიძე მივიდა ივანიშვილთან და ჩემს გარიცხვაზე თანხმობა სთხოვა

25 თებერვალი, 2019 22:05

გედევან ფოფხაძის თქმით, რამდენიმე თვის წინ მისთვის ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილთან მივიდა და „უთხრა, გედი ფოფხაძის გარიცხვაზე თანხმობა მომეციო". ამის შესახებ ფოფხაძემ პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა

ფოფხაძის თქმით, ეს მაშინ მოხდა, როცა მან ნინია კაკაბაძის საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადოებრივ საბჭოში არჩევასთან დაკავშირებით გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. მისივე განმარტებით, ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილს მასთან ერთად კიდევ 5 დეპუტატის გარიცხვა სთხოვა.

,,მაშინ უკვე ვიცოდი, რომ პრინციპულად ჩვენ ერთმანეთს დავშორდით, მაგრამ ვინაიდან ჩემი მეგობრები ცდილობდნენ ებრძოლათ ამ სივრცეში, ჩავთვალე, რომ მე შეიძლება მათთვის სასარგებლოდ ვყოფილიყავი. საერთოდ შიდაპარტიულ ბრძოლას არ უნდა გაექცე. თუ არის რამე რესურსი, რომ შეცვალო ვითარება უკეთესობისკენ, სჯობს ეს რესურსი გამოიყენო. მედროვეებს, კარიერისტებს, ანგარებიან ადამიანებს, რომლებიც ეტმასნებიან პოლიტიკურ პროცესებს, აღნიშნული სივრცე უბრძოლველად არ უნდა დაუთმო“, - თქვა ფოფხაძემ.

დღეს ფოფხაძემ „ქართული ოცნებიდან" წასვლის მიზეზები განმარტა: „მეგონა, რომ მართლა საქმეს ვემსახურებოდი. პოლიტიკაში მორალური უპირატესობა დავკარგე. მიდის „ქართული ოცნების" „ნაციონალიზაციის" პროცესი, როგორც იდეურ, ასევე პიროვნულ დონეზე", თქვა ფოფხაძემ.

გადაწყვეტილება უნდა მიმეღო უფრო ადრე - გედი ფოფხაძე „ოცნებიდან" წასვლის მიზეზებს განმარტავს

„ქართულ ოცნებაში" შიდაპარტიული გამოკითხვები გაყალბებული იყო - გედევან ფოფხაძე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^