
ეკონომიკის სამინისტროსა და „ნამახვანი ჰესის" ინვესტორთა შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, - სამინისტროს ცნობით, შეთანხმების ტექსტი მთავრობამ სხდომაზე უნდა განიხილოს, რომლის შემდეგაც მოხდება მასზე ხელმოწერა და სამშენებლო სამუშაოების დაწყება.
სს „ნამახვანს“ მდ. რიონზე დაგეგმილი აქვს ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებელობისა და ექსპლუატაციის პროექტის განხორციელება. პროექტით მიხედვით გათვალისწინებულია 2-საფეხურიანი ჰესების კასკადის მოწყობა. თითოეულ საფეხურზე მოეწყობა კაშხალი, წყალსაცავი, წყალგამტარი გვირაბები, ჰესის შენობა, ქვესადგური და ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.
„ნამახვანი ჰესის“ მშენებლობა არის ერთ-ერთი უდიდესი პროექტი საქართველოს უახლეს ისტორიაში, ეს არის ძალიან დიდი კონტრიბუცია ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში, ენერგომომარაგებასა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში“, - ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ „ნამახვანი ჰესის“ ინვესტორ კომპანიებთან გამართული დასკვნითი მოლაპარაკების შემდეგ გააკეთა.
„ეს იყო მოლაპარაკების საბოლოო ეტაპი ხელშეკრულებაზე, რომელიც დაიდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და „ნამახვან ჰესის“ ინვესტორებს შორის. მნიშვნელოვანია, რომ მოხერხდა ხელშეკრულების იმდაგვარად ჩამოყალიბება, რომ მიუხედავად დიდი მასშტაბებისა, ჰესი შესრულდება გარემოსდაცვითი უმკაცრესი სტანდარტების დაცვით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საკმაოდ დიდი სოციალური პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე ინვესტორმა და ეს იყო ჩვენი პრინციპული პოზიცია", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ჭიპაშვილი: რეალურად, კომპანიას „ნამახვან ჰესის" მშენებლობის ნებართვა არ აქვს
კომპანია: „ნამახვანი ჰესზე" მოლაპარაკებები ჩიხში შესული არაა, 1 თვეში ველოდებით ხელმოწერას
„ნამახვანი" და „ტვიში ჰესი" - რას აპროტესტებს მოსახლეობა
კულტურული ძეგლების სია, რომლებიც ნამახვანის ჰესების კასკადის ზეგავლენის არეალში ექცევა
ადგილობრივი მოსახლეობა, გარემოსდამცავი ორგანიზაციები და აქტივისტები ჰესის აშენების წინააღმდეგი არიან.
ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ შეფასებით, საკონსულტაციო კომპანია „გამას“ მიერ მომზადებული გზშ-ის ანგარიში ძალზე უხარისხოა.
მათი თქმით, შეიძლება ითქვას, რომ გზშ-ის ანგარიშში წარმოდგენილი ალტერნატივების ანალიზი ემსახურება არა გარემოსდაცვითი და სოციალური თვალსაზრისით რეალური და საუკეთესო ალტერნატივის წარმოჩენას, არამედ ანგარიშში მხოლოდ მათ ფორმალურ არსებობას.
გარდა ტექნიკური საკითხებისა, „მწვანე ალტერნატივას“ ანგარიშის მიხედვით, პრაქტიკულად არ არის შეფასებული პროექტის ირიბი ზემოქმედება იმ ადგილობრივ მოსახლეობაზე, რომლებიც ზეგავლენის არეალში ხვდება, თუმცა არ ექვემდებარება განსახლებას, შესაბამისად, არ არის განსაზღვრული შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებები.
„კონსულტანტის მიერ არ იქნა შესწავლილი პროექტის ირიბი ზემოქმედება ადგილობრივი მოსახლეობის საარსებო გარემოსა და ჯანმრთელობაზე, რაც გამოწვეულია, ერთი მხრივ, საკმაოდ დიდი ფართობის (დაახლოებით 600 ჰა) დაკარგვით, და მეორე მხრივ, მიკროკლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული ზემოქმედებით ჯანმრთელობაზე, მოსავალზე, მათ შორის ყურძნის უნიკალურ ჯიშებზე“, - ვკითხულობთ „მწვანე ალტერნატივას“ ანგარიშში.
მათი თქმით, გზშ-ის ანგარიშში არ არის წარმოდგენილი არც პროექტის დანახარჯებისა და სარგებლის ანალიზი ქვეყნისთვის, რომლის საფუძველზე შესაძლებელი იქნებოდა პროექტის მიზანშეწონილობაზე მსჯელობა.
სოციალური ზემოქმედება
„მწვანე ალტერნატივა“ წერს, რომ გზშ-ის ანგარიშის ერთ-ერთ მნიშვნელოვანნაკლოვანებას პროექტის სოციალური ზემოქმედების არასათანადო შეფასებაწარმოადგენს, რომელიც ფოკუსირებულია პრაქტიკულად მხოლოდ, ე.წ. დადებითფაქტორებზე(ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და დასაქმება). რაც შეეხება პროექტისუარყოფით ზემოქმედებას ადგილობრივ მოსახლეობაზე, რომელიც გამოწვეულიიქნება განსახლებით, მიკროკლიმატის ცვლილებით, ჰესის ინფრასტრუქტურისთვისსაჭირო ფართობების დაკარგვით, არ არის შეფასებული და არც შემარბილებელიღონისძიებებია განსაზღვრული.
„ანგარიშში არ არის გაანალიზებული მიკროკლიმატის ცვლილებით გამოწვეული ისეთი ზემოქმედებები, რომლებიც უარყოფითად აისახება როგორც ადგილობრივი მცხოვრებლების შემოსავლებზე, კერძოდ, მოსავალზე, ისე ჯანმრთელობაზე. ამას გარდა, უაღესად მნიშვნელოვანი იქნება საძოვრების, სასოფლო სამეურნეო სავარგულებისა და, ზოგადად, ტყის რესურსების დაკარგვით გამოწვეული ზემოქმედებაც. აღნიშნული საკითხის შესწავლისა და შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებების განსაზღვრის არარსებობა ანგარიშის სერიოზული ნაკლოვანებაა, რამაც გრძელვადიან პერიოდში შეიძლება ამ რეგიონის სოფლების სრული დაცლა გამოიწვიოს“, - წერს „მწვანე ალტერნატივა“.
ზემოქმედება ყურძნის უნიკალურ ჯიშებზე
„მწვანე ალტერნატივას“ შენიშვნებით, ცალკე უნდა აღინიშნოს პროექტის ზემოქმედება ყურძნის უნიკალურ ჯიშებზე, რომელიც პროექტში საერთოდ არ არის ნახსენები. კერძოდ, ანგარიშში არ არის შეფასებული ის ზიანი, რომელიც მიადგება პროექტის განხორციელების შედეგად სოფლის მეურნეობას, რომელიც თავის მხრივ ქვეყნის განვითარების სტრატეგიულ დარგს წარმოადგენს. საუბარია, ყურძნის უნიკალურ ჯიშებზე მიკროკლიმატის ცვლილებით გამოწვეულ უარყოფით ზემოქმედებასთან. საპროექტო არეალში მოქცეულია ყურძნის უნიკალური ჯიშების (ხვანჭკარა, უსახელაური, ტვიში სხვა.) მიკროზონები, შესაბამისად, ამ არეალში პროექტის განხორციელება შეცვლის არსებული მიკროზონის მახასიათებლებს, რაც გამოიწვევს ამ უნიკალური ყურძნის ჯიშების ხარისხობრივ გაუარესებას ან საერთოდ გაქრობას.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
ტვიში ჰესისა და ნამოხვანი ჰესის გზშ-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ანგარიშის მომზადებისას საველე დაზვერვა ჩატარდა საპროექტო ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გამოვლენისთვის. საველე სამუშაოები ჩატარდა რიონის ხეობის 14 დასახლებულ პუნქტში, საპროექტო და მიმდებარე ტერიტორიაზე. გამოიკვეთა ისტორიულ-მხატვრული მნიშვნელობის ურბანული არეალები, კულტურული ლანდშაფტი და არქიტექტურული ნიმუშები, რომლებიც ნაწილობრივ ჰყვება დატბორვის ზონაში.
სოფლების სასაფლაოები
გზშ-ის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ წყალსაცავების წყლით დასაფარი ტერიტორიების ფარგლებში მოქცეულია რამდენიმე სოფლის (მოლეკურა, ქვედა ონჭეიში, საძმო საფლავი სოფ. ლახეფას შესახვევთან) სასაფლაო. წყალსაცავების წყლით შევსების პროცესის დაწყებამდე, შესაბამისი წესების დაცვით უნდა განხორციელდეს სასაფლაოების ტერიტორიების დამუშავება (გვამების გადასვენება, სასაფლაოს ნაგებობების დემონტაჟი და სხვა). აღსანიშნავია ასევე სოფ. ვაინაჭალა-მექვენას სასაფლაო, რომელიც დატბორვის ზონაში არ ხვდება, მაგრამ ძალზე ახლოს იქნება წყალსაცავის სანაპირო ზოლთან. წინასწარ დამუშავებას და გაუვნებლობას საჭიროებს დასატბორ ტერიტორიებზე არსებული ცხოველთა სამარხები.
„მწვანე ალტერნატივას“ შეფასებით, დასკვნის სახით შეიძლება აღინიშნოს, რომ პროექტი გამოიწვევს ბიომრავალფეროვნების, დაცული, იშვიათი და საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების, მაღალი კონსერვაციული ღირებულების ტყეების შეუქცევად დეგრადაციას. გარდაუვალია „საქართველოს „წითელი წიგნისა“ და „წითელი ნუსხის შესახებ“ და „გარემოს დაცვის შესახებ“ კანონების, ბიომრავალფეროვნების შესახებ კონვენციისა და ბერნის კონვენციის დებულებების დარღვევა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ აღნიშნული ჰესების კასკადის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე დადებითი ეკოლოგიური დასკვნა 2015 წელს გასცა.