Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჭიპაშვილი: რეალურად, კომპანიას „ნამახვან ჰესის" მშენებლობის ნებართვა არ აქვს

21 მარტი, 2019 14:38

ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის" წარმომადგენლის, დათო ჭიპაშვილის განმარტებით, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების ხელშეკრულების პირობებზე ხელმოწერის შემთხვევაშიც „ნამახვანი ჰესის" ინვესტორი ჰესის მშენებლობას ვერ დაიწყებს, ვინაიდან კომპანიას თავიდან უწევს სკოპინგისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადება.

ჭიპაშვილი ამბობს, რომ ვინაიდან კომპანია სს ,„ნამახვანმა" ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მათ სკოპინგის პროცედურის გავლა დაავალა [სკოპინგის ანგარიში გულისხმობს პროექტის წინასწარ შესწავლას, ფიზიკური/რეგიონული ფარგლების  დადგენას; გარემოსდაცვითი საკითხებისა და საქმიანობის ალტერნატივების განსაზღვრას; ანგარიშში შესწავლილი უნდა იყოს მისი სოციალურ გარემოზე,  კულტურულ მემკვიდრეობასა და სხვა ობიექტებზე შესაძლო ზემოქმედება. სკოპინგის ანგარიში წინ უსწრებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადებას].

ასევე, 2019 წლის 14 თებერვლით დათარიღებულ მინისტრის ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილი ცვლილებები სამინისტრომ გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაუქვემდებარა, რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანიას ასევე მოუწევს ახალი გზშ-ს მომზადებაც, შემდეგ კი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისა და მშენებლობის ნებართვის აღებაც, ვინაიდან უკვე მიღებული დადებითი ეკოლოგიური დასკვნა და მშენებლობის ნებართვა ძველ (ცვლილებამდე) საპროექტო პირობებზეა გაცემული. 

„რეალურად, კომპანიას „ნამახვან ჰესის" მშენებლობის ნებართვა არ აქვს", - ამბობს ჭიპაშვილი.

„ძალიან მნიშვნელოვანი სახის ტექნიკური  და ტექნოლოგიური ცვლილება შევიდა პროექტში, ფაქტობრივად, შეიცვალა ადგილმდებარეობა ნებართვიან გზშ-სთან შედარებით. ამიტომ მიიღო სამინისტრომ ასეთი გადაწყვეტილება.

შესაბამისად, მათ მოუწევთ ახალი გზშ-ს მომზადება, საჯარო განხილვა. შესაბამისად, ხელშეკრულებას ხელს მოვაწერ და ვიწყებ მშენებლობას, ეგრე არ არის", - ამბობს ჭიპაშვილი.

 სს „ნამახვანის" დირექტორმა, გიორგი ჩაჩიბაიამ „ლიბერალთან" საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნულ პროცედურებს ინვესტორი კომპანია [Clean Energy Group Georgia] წარმართავს. 

„ინვესტორი კომპანია იქნება ვალდებული, განახორციელოს სკოპინგის ეტაპი, გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის მომზადება და ცვლილება შეიტანოს ნებართვაში. რა თქმა უნდა, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მშენებლობის დაწყება", - ამბობს გიორგი ჩაჩიბაია.

---

ეკონომიკის სამინისტროსა და „ნამახვანი ჰესის" ინვესტორთა შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, - სამინისტროს ცნობით, შეთანხმების ტექსტი მთავრობამ სხდომაზე უნდა განიხილოს, რის შემდეგაც მოეწერება ხელი და დაიწყება სამშენებლო სამუშაოები.   

სს „ნამახვანს“ მდ. რიონზე დაგეგმილი აქვს ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებელობისა და ექსპლუატაციის პროექტის განხორციელება. პროექტით მიხედვით, გათვალისწინებულია 2-საფეხურიანი ჰესების კასკადის მოწყობა. თითოეულ საფეხურზე მოეწყობა კაშხალი, წყალსაცავი, წყალგამტარი გვირაბები, ჰესის შენობა, ქვესადგური და ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.

კომპანია: „ნამახვანი ჰესზე" მოლაპარაკებები ჩიხში შესული არაა, 1 თვეში ველოდებით ხელმოწერას

„ნამახვანი" და „ტვიში ჰესი" - რას აპროტესტებს მოსახლეობა

კულტურული ძეგლების სია, რომლებიც ნამახვანის ჰესების კასკადის ზეგავლენის არეალში ექცევა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ნოემბერი
20 ნოემბერი

გიორგი რურუა თავს უდანაშაულოდ ცნობს

თბილისის საქალაქო სასამართლო „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის გიორგი რურუას აღმკვეთი ღონისძიების შეფარდ ...
20 ნოემბერი
20 ნოემბერი

ჟურნალისტური ქარტია აჭარის ტელევიზიის და ...

აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული დისკუსია კვლავ გაააქტიურა სააპელაციო სასამართლოს მიერ 18 ნოემბერს მიღ ...
20 ნოემბერი
20 ნოემბერი

სასამართლო დემონსტრანტთა ადმინისტრაციული ...

თბილისის საქალაქო სასამართლოში18 ივნისის მოვლენებისას დაკავებული დემონსტრანტების ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხ ...
^