Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეს პლატფორმა დაბადებს პოლიტიკურ მოცემულობას, რომელიც დაიცავს ქვეყანას სიმახინჯისგან - გოგიჩაიშვილი

13 აპრილი, 2019 16:52

ეს პლატფორმა დაბადებს პოლიტიკურ მოცემულობას, რომელიც დააბალანსებს და დაიცავს ქვეყანას ამ სიმახინჯისგან,- ამის შესახებ უმრავლესობის ყოფილმა წევრმა  დეპუტატმა ლევან გოგიცაიშვილმა მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ შეკრებაზე ფილარმონიაში განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ქვეყანაში სამართალი ამობრუნებულია და წინააღმდეგობაა საჭირო.

„ეს არის შემკვრელი, მაგალითი და საუკეთესო ილუსტრაცია, როდესაც სიმახინჯე შეგიძლია შემოაპარო და შესთავაზო სილამაზედ, მშვენიერებად, და თვალთმაქცობა, მექრთამეობა სიქველედ, ვაჟკაცობად და გამბედაობად. ამ მოცემულობაში ვართ, ყველაფერი თავდაყირა დგება და სხვა რაღაცებიც რომ არ ამოყირავდეს, ამისთვის წინააღმდეგობაა საჭირო", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

დღეს, 13 აპრილს ფილარმონიაში მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრას „დაიცავი საქართველოს“ დამფუძნებლები, მოძრაობის მხარდამჭერები, პოლიტიკოსები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

გახდებიან თუ არა ოპოზიციის ოპოზიცია „ოცნებიდან“ წასული დეპუტატები - პოლიტოლოგების შეფასება

კობახიძე „დაიცავი საქართველოზე": იმ სახეებით ჯანსაღი მესამე ძალა ვერ შეიქმნება

ჩვენი ამოცანაა, „ქართული ოცნება" ისე გავუშვათ, რომ არ დავაბრუნოთ „ნაციონალური მოძრაობა" - მაღრაძე

ფილარმონიაში მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ შეხვედრა მიმდინარეობს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 აპრილი
19 აპრილი

თავისუფალი მედიაგარემო ჩვენი გუნდის ერთ- ...

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ მიერ საქართველოს მიმართ რეიტინგის ...
19 აპრილი
19 აპრილი

ჭავჭავაძის #5-ში მუშების დაღუპვის საქმეზ ...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, ჭავჭავაძის #5-ში სამშენებლო სამუშაოებისას ორი მუშის ...
19 აპრილი
19 აპრილი

წარჩინებულ მოსწავლეებს მთავრობის სხდომაზ ...

პრემიერ-მინისტრის თქმით, მოსწავლეებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობის დათვალიერების, წარჩინებულ მოსწავლეებს ...
^