იმ სახეებით, რომელზეც „დაიცავი საქართველოს" შეხვედრაზეა საუბარი, ბუნებრივია ჯანსაღი მესამე ძალა ვერ შეიქმნება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსში“ პოეტ დავით მაღრაძის მოძრაობის „დაიცავი საქართველოს“ შესახებ განაცხადა.
„ოპოზიციის კუთხით ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე მდგომარეობა იმიტომ, რომ ეს ნიშა არსებითად აქვს დაკავებული იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს კრიმინალური წარსული, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავია ძალიან დიდი ნიშა, განმსაზღვრელი ნიშა ოპოზიციაში. აქედან გამომდინარე, თითოეული ჩვენგანის ინტერესებში უნდა იყოს, თითოეული მოქალაქის, ჯანსაღი ოპოზიციის გაჩენა. მაგრამ იმ სახეებით, რომელზეც არის შეხვედრასთან დაკავშირებით საუბარი, ბუნებრივია, ასეთი ჯანსაღი მესამე ძალა ვერ შეიქმნება. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა დაველოდოთ სამომავლო განვითარებას და იმედი დავიტოვოთ იმის, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე გაჩნდებიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც დაიკავებენ იმ ნიშის ნაწილს მაინც, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, აქვს დაკავებული „ნაცმოძრაობას“ აბსოლუტურად არაჯანსაღ და მძიმე წარსულის მქონე პოლიტიკურ პარტიას“, - განაცხადა კობახიძემ.
გახდებიან თუ არა ოპოზიციის ოპოზიცია „ოცნებიდან“ წასული დეპუტატები - პოლიტოლოგების შეფასება
ეკა ბესელია „დაიცავი საქართველოს" შეკრაბაზე მისვლას აპირებს
ვატო შაქარიშვილი და ჯაბა ჯიშკარიანი „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ