Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„არა ჰესებს და რეპრესიებს პანკისში!“ - დღეს პარლამენტთან აქცია იგეგმება

22 აპრილი, 2019 16:01

„სოლიდარობა პანკისელებს! არა რეპრესიებს! არა ჰესებს პანკისში!“, - დღეს, 19 საათზე, თბილისში, პარლამენტის წინ აქცია გაიმართება. 

აქციის მონაწილეთა მოთხოვნებია: არ დააკავონ არც ერთი პანკისელი, ვინც 21 აპრილს ჰესებისა და ძალადობის წინააღმდეგ გამოხატა პროტესტი; საბოლოოდ ითქვას უარი პანკისში ჰესების მშენებლობაზე, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ეწინააღმდეგება; დაისაჯონ დანაშაულებრივი სპეცოპერაციის ბრძანების გამცემნი.

„კიდევ ერთხელ ვიკრიბებით, ორშაბათს, 22 აპრილს, დედამიწის დღეს! 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტის შენობასთან, რათა ხელისუფლებას ხეობიდან სპეცდანიშნულების რაზმის გამოყვანა და ადგილობრივ მოსახლეობასთან მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ განახლება მოვთხოვოთ. არა ძალადობას! არა ადამიანებისა და ბუნების განადგურებას!
სოლიდარობა პანკისის ხეობას!“,- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. 

გუშინ, 21 აპრილს, პანკისის ხეობაში რამდენიმე ასეულმა ადამიანმა ჰესების მშენებლობას გააპროტესტა. ხეობაში მობილიზებული იყო პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმებიც. აქციაზე სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირებაც მოხდა, დაშავდნენ აქციის მონაწილეები და სამართალდამცავები. ჯამში, შსს-ს ცნობით, სამედიცინო დახმარება გაეწია 55 ადამიანს, მათ შორის 38 პოლიციელს და 17 მოქალაქეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმის და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს. 

პანკისში პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო - შსს

გიორგი გახარია პანკისის ხეობაში უხუცესთა საბჭოს წევრებსა და აქციის მონაწილეებს ხვდება

გახარია: როცა თანამშრომლებს და მოქალაქეებს ემუქრება საფრთხე, სამინისტრო იმოქმდებს ისე, როგორც საჭიროა

მოსახლეობის 90% თუ დაუჭერს მხარს, მაშინ აშენდება ჰესი - გახარია

ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავებს დაიცვან პანკისის ხეობაში ჟურნალისტების უსაფრთხოება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^