Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გახარია: როცა თანამშრომლებს და მოქალაქეებს ემუქრება საფრთხე, სამინისტრო იმოქმდებს ისე, როგორც საჭიროა

21 აპრილი, 2019 16:24

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პანკისი ხეობაში ჩავიდა. მისი თქმით, დაშავებულია 15 სამართალდამცავი და ახლა ჰესის აშენების საკითხი  არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

„როდესაც მშენებლები ჩამოვიდნენ მათ ჩამოჰყვათ 35 საპატრულო პოლიციელი, მას შემდეგ რაც მოხდა მათზე თავდასხვა სამწუხაროდ და მათ დაუშინეს ქვები, რა თქმა უნდა, შს სამინისტრო იყო იძულებული რომ მოეხდინა ძალების მობილიზება“,- უთხრა ჟურნალისტებს გახარიამ. 

კითხვაზე თუ რატომ გახდა მოლაპარაკებების პარალელურად პანკისში დამატებითი ძალების მობილიზება, რაც ადგილობრივების განმარტებით დაპირისპირების მეორე ტელღის მიზეზი გახდა, შს მინისტრი პასუხობს, რომ:

„აუცილებლობა იყო, იმიტომ რომ შს სამინისტრო ვალდებულია ყველგან, მთელს საქართველოს ტერიტორიაზე დაიცვას ჯანმრთელობა და უსაფრთხოება თითოეული მოქალაქის.

ამიტომ ვერავინ ვერასოდეს შს სამინისტროს ვერ შეუზღუდავს არეალებს , შს სამინისტრო როდესაც ჩათვლის საჭიროდ, როდესაც მის თანამშრომლებს და მოქალაქეებს ემუქრება საფრთხე იმოქმდებს ისე, როგორც საჭიროა“,- განაცხადა მინისტრმა. 

მინისტრის თქმით ჰესზე ამ ეტაპზე საუბარი მნიშვნელოვანია არა არის, რადგან დაზიანებულია ტექნიკა და დაშავებულები არიან სამართალდამცველები.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო, თითოეული ძალოვანი, რომელიც დღეს აქ დგას, იცავს ყველას ინტერესს, მათ შორის, სოფელ ბირკიანის მოსახლეობის და საერთოდ ხეობის მოსახლების პირველ რიგში. ისევე როგორც მშენებლების, რომელსაც ასევე რისკი ჰქონდა, ესე იგი, მოხდა გარკვეული ექსცესი, რის გამოც დაიძაბა სიტუაცია და ყველაფერს მივხედავთ, ისე როგორც საჭიროა. მე ვფიქრობ, რომ მაშინ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰყავს მომსახურეები დაზარალებული, როდესაც ტექნიკა და ტრაქტორი იწვის, მე ვფიქრობ, რომ ახლა სხვა რამეზე უნდა ვიზრუნოთ და ჰესზე ვისაუბროთ შემდეგ, როდესაც ყველაფერი მოგვარდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო წარმომადგენლებს ესროლეს და დაუშინეს ქვები, ეს არის დაუშვებელი. ყოველთვის როდესაც, ვინც არ უნდა იყოს და სადაც არ უნდა იყოს - იძალადებს და ხელს აღმართავს სამართალდამცველებზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ყველა ძალოვანი იმოქმედებს კანონმდებლობის სრული შესაბამისობით.“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა წავიდეს თუ არა დათმობაზე ხელისუფლება, გიორგი გახარიამ განაცხადა: „დათმობაზე უნდა წავიდეს ყველა“.

პანკისის ხეობაში რამდენიმე ასეული ადამიანი ჰესების მშენებლობას აპროტესტებს. ხეობაში მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმებიც. დღეს გამართულ აქციაზე სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირებაც მოხდა, დაშავდნენ აქციის მონაწილეები და სამართალდამცავები. 

გიორგი გახარია პანკისის ხეობაში უხუცესთა საბჭოს წევრებსა და აქციის მონაწილეებს ხვდება

პანკისის ხეობაში მდგომარეობა დაძაბულია, ადგილობრივები სამედიცინო დახმარებას ითხოვენ

საია, EMC და „მწვანე ალტერნატივა“ ეკონომიკის მინისტრის გადადგომას მოითხოვენ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^