Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჰესის აშენებისთვის აუცილებელია საფრთხის კომპლექსური შეფასება და საზოგადოების ჩართულობა - პრეზიდენტი

22 აპრილი, 2019 17:23

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს გამართულ ბრიფინგზე პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„პოლიციელებზე ძალადობრივი ქმედება ნებისმიერ სახელმწიფოში მიუღებელია, მით უმეტეს მიუღებელია ეს სახელმწიფოში, რომელსაც აქვს ოკუპირებული ტერიტორიები და რომლისთვისაც საზღვრების დაცულობა და სტაბილურობა არის სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანა“, - განაცხადა პრეზიდენტმა. 

მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ შს მინისტრის ხელმძღვანელობით შესაძლებელი გახდა ხეობაში ვითარების დამშვიდება.

„რაც შეეხება შექმნილი დაძაბულობის მიზეზს, ან ერთ-ერთ მიზეზს - ჰესის მშენებლობას, აქ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური წინსვლა, მაგრამ ამავე დროს აუცილებელია, ჰესის მშენებლობის გადაწყვეტილებას ამყარებდეს სრული გეოლოგიური კვლევა, საფრთხის კომპლექსური შეფასება და საზოგადოების ჩართულობა. ვიმედოვნებ, რომ მომავალში სწორედ ამ კრიტერიუმებით ვიმოქმედებთ და ასე განვახორციელებთ სახელმწიფოს გაძლიერებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა. 

გუშინ, 21 აპრილს, პანკისის ხეობაში რამდენიმე ასეულმა ადამიანმა ჰესების მშენებლობა გააპროტესტა. ხეობაში მობილიზებული იყო პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმებიც. აქციაზე სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირებაც მოხდა, დაშავდნენ აქციის მონაწილეები და სამართალდამცავები. ჯამში, შსს-ს ცნობით, სამედიცინო დახმარება გაეწია 55 ადამიანს, მათ შორის 38 პოლიციელს და 17 მოქალაქეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმისა და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს. 

პანკისში პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო - შსს

გიორგი გახარია პანკისის ხეობაში უხუცესთა საბჭოს წევრებსა და აქციის მონაწილეებს ხვდება

გახარია: როცა თანამშრომლებს და მოქალაქეებს ემუქრება საფრთხე, სამინისტრო იმოქმდებს ისე, როგორც საჭიროა

მოსახლეობის 90% თუ დაუჭერს მხარს, მაშინ აშენდება ჰესი - გახარია

ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავებს დაიცვან პანკისის ხეობაში ჟურნალისტების უსაფრთხოება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^