Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ჯორჯიან მანგანეზის“ გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობა მინიმუმ 416 მილიონი ლარია - ანგარიში

25 მაისი, 2019 18:28

2015 წლიდან „მწვანე ალტერნატივა“ გამოსცემს პერიოდულ ანგარიშს „გარემოს მდგომარეობაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ საქართველოში“. ორგანიზაციას სხვა კომპანიებთან ერთად მომზადებული აქვს „ჯორჯიან მანგანეზის“ პროფილიც. „მწვანე ალტერნატივის“ 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, დაანგარიშებული გარემოსათვის მიყენებული ზიანი, გამოთხოვილ მონაცემებზე დაყრდნობით მინიმუმ 416 110 418 ლარს შეადგენს. 

წაიკითხეთ ამონარიდი კომპანიის პროფილიდან:

  • 2009 წლამდე ჭიათურის მანგანუმის გამამდიდრებელი საწარმოს გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და შესაბამისი ნებართვის გარეშე ფუნქციონირებდა. 2009 წელს გაცემული ნებართვის პირობები პირველად 2012 წელს შემოწმდა. ნებართვის პირობების დარღვევისათვის კომპანია დაჯარიმდა 5000 ლარით. დარღვევების გამოსასწორებლად სამინისტრომ კომპანიას გონივრული ვადები განუსაზღვრა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2014 წელს გადაამოწმა დადგენილ ვადებში დარღვევების გამოსწორებისათვის გატარებული ღონისძიებები. ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ნებართვის პირობების დარღვევის გამო დაკისრებული ვალდებულებები კვლავ არ იყო შეუსრულებელი. ამიტომ, ჯორჯიან მანგანეზს დაეკისრა ჯარიმა 15 000 (ნებართვის პირობების განმეორებით დარღვევის გამო ჯარიმის გასამმაგებული ოდენობა) ლარის ოდენობით. ასევე, სამინისტრომ დაიანგარიშა გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა, რომელმაც 30 659 550 ლარი შეადგინა. 
  • 2016 წლის 2 ივლისს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კვლავ დააჯარიმა კომპანია. ოქმის საფუძველზე, ამჯერად, კომპანიას დაეკისრა ჯარიმა 45 000 ლარის ოდენობით - ანუ, ერთხელ უკვე გასამმაგებული საწყისი 5000-ლარიანი ჯარიმის, კვლავ გასამმაგებული ოდენობა. 
  • 2016 წლის 5 ივლისს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გამოსცა ბრძანება „შპს „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პირობების დაცვით სანებართვო ქმედების განხორციელების უფლების მინიჭების თაობაზე“. ბრძანების თანახმად, სამინისტროს მიაჩნია, რომ „საწარმო წარმოადგენს ქალაქ ჭიათურასა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობის ძირითად დასაქმების წყაროს, ხოლო მისთვის გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაუქმება გამოიწვევს მნიშვნელოვან სოციალურ კრიზისს... გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოცემულ შემთხვევაში გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაუქმება და ამით ნებართვის მფლობელისთვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ვერ უზრუნველყოფს შექმნილი რთული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას, ხოლო ნებართვის მფლობელისთვის დამატებითი გარემოსდაცვითი ღონისძიებების დაკისრება და მათი აღსრულების მონიტორინგი არსებული მდგომარეობის გამოსწორების მეტ შესაძლებლობას იძლევა“. მინისტრის ბრძანებით, შპს „ჯორჯიან მანგანეზს“ მიეცა საქმიანობის გაგრძელების უფლება 2017 წლის 31 დეკემბრამდე ვალდებულებების შესრულებისა და ახალი გამამდიდრებელი ფაბრიკის მშენებლობის პირობით. 
  • ჯორჯიან მანგანეზის საკუთრებაში არსებული წიაღით სარგებლობის ლიცენზია გაცემულია 2006 წელს 40 წლის ვადით. ლიცენზიის პირობებით კომპანიას სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოეყო 16 430 ჰა, რომელთაგან ჭიათურის რაიონში არის 13 068 ჰა (რაიონის მთლიანი ფართობის 24%), ხოლო საჩხერის რაიონში 3 362 ჰა. 2006 წელს გაცემული ლიცენზიის პირობების შემოწმდება პირველად მხოლოდ 2013 წელს მოხდა, ისიც ნაწილობრივ - შემოწმდა მხოლოდ სოფ. პერევისას, რგანის, ითხვისის და ზედა ითხვისის ტერიტორიებზე წიაღის ღია კარიერული წესით მოპოვების პრაქტიკა. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ირღვეოდა ლიცენზიის პირობები, წიაღით სარგებლობისას გარემოსა და უსაფრთხოების დაცვისთვის არსებული თითქმის ყველა ნორმა და წესი. კომპანია დაჯარიმდა 500 ლარით, განესაზღვრა გონივრული ვადა დარღვევების გამოსწორებისათვის; ხოლო გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 2 079 582,34 ლარი. 2014 წელს განმეორებითი შემოწმებისას გაირკვა, რომ გონივრულ ვადებში დარღვევები არ აღმოფხვრილა. ამჯერად კომპანია 1500 ლარით დაჯარიმდა. კომპანიას კვლავ დაუწესდა გონივრული ვადა დარღვევების გამოსასწორებლად. თუმცა, 2017 წელს ჩატარებული შემოწმების შედეგად კვლავ გამოვლინდა კანონის მნიშვნელოვანი დარღვევები. 
  • 2014 წელს შემოწმდა რგანის, წერეთლისა და შუქრუთის მაღაროები და მაღაროების მიწისზედა პერიმეტრი. შემოწმების შედეგად დადგინდა გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის არსებული ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევები. ამჯერად კომპანია ჯარის გაორმაგებული ოდენობით - 1000 ლარით დაჯარიმდა და კვლავ განესაზღვრა ვადა დარღვევებს აღმოსაფხვრელად. ასევე, 2014 წელს შუქრუთის, მღვიმევისა და ზედა რგანის კარიერებზე მნიშვნელოვანი დარღვევების გამო, ჯორჯიან მანგანეზი კვლავ დაჯარიმდა 1000 ლარით, ამჯერად გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა 324 328 434, 23 ლარი შეადგინა. 

2013 წელს დაწყებული შემოწმების შედეგად გამოვლენილი იქნა უკანონო ტყეთსარგებლობის და ხე-ტყის განადგურების არაერთი ფაქტი: 

  • 2013 წელს გამოვლენილი იქნა უკანონოდ მოთხრილი და ჩამარხული 220,6 მ3 ხე-ტყე; გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 158 832 ლარი.  
  • 2015 წელს დადგინდა, რომ კომპანიას განადგურებული აქვს 591,94 მ3 ხე-ტყე 76 342 მ2 ფართობზე; ზიანმა შეადგინა 403 504,2 ლარი. 
  • 2016 წელს ჩატარებული შემოწმების შედეგად გამოვლინდა 176,17 მ3 ხე-ტყის განადგურების ფაქტი; ზიანმა შეადგინა 87 684,48 ლარი. 

„ჭიათურის მანგანუმის გამამდიდრებელი ფაბრიკებისა და წიაღით სარგებლობის ლიცენზიის გარდა, ჯორჯიან მანგანეზის საწარმოო ციკლში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას. საწარმოს ნებართვა 2010 წლის 1 იანვრამდე სამინისტროსთან შეთანხმებული გეგმის (პროგრამის) შესაბამისად უნდა მოეპოვებინა. თუმცა, საწარმოს ნებართვა დღესაც არ აქვს. კანონის ურჩი და უხეში დარღვევის გამო საწარმო არაერთხელ დაჯარიმდა. 2015 წელს მესამედ ჩატარებული შემოწმებისას დადგინდა, რომ საწარმოს ფუნქციონირების შედეგად მხოლოდ ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევით გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 60 472 413,6 ლარი შეადგინა“, - წერს „მწვანე ალტერნატივა“ 

2017 წლის მაისში, გარემოს დაცვის სამინისტროს მოთხოვნით, სასამართლომ„ჯორჯიან მანგანეზს“ სპეციალური სახელმწიფო მმართველი გარემოსთვისკატასტროფული ზიანის გამოსწორების მიზნით დაუნიშნა. ნიკოლოზ ჩიქოვანსრეგიონში მდგომარეობის ეტაპობრივად გამოსწორება დაევალა.

„ყოველდღე ვტოვებთ სახლებს და სიკვდილზე მივდივართ“ - რეპორტაჟი ჭიათურიდან

ჭიათურა და "ჯორჯიან მანგანეზი" სახელმწიფო მმართველის პირობებში 

ქალაქი შავი კონტურებით

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ივლისი
18 ივლისი

ილონ მასკის დედის, მეი მასკის წიგნს ქართ ...

p.p1 {margin: 0.0px 0.0px 8.0px 0.0px; text-align: justify; font: 11.0px Helvetica; color: #000000; -webkit-text-stroke ...
08 ივნისი
08 ივნისი

რატომ უნდა ვიცნობდეთ რეი კურზველს?

ლიბერალმა“, როგორც მედიაპლატფორმამ, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიპეტია გამოიარა. რამდენჯერმე შეიცვალა სარე ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
^