Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მანგანეზის“ საქმიანობა 2017 წლიდან დღემდე სამინისტროს არ შეუმოწმებია - „ახალგაზრდა მწვანეები“

04 ივნისი, 2019 17:54

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამ“ გარემოს დაცვის სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ  რამდენჯერ შეამოწმა „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2017 წლის მაისში სპეციალური გარემოსდაცვითი მმართველის დანიშვნიდან ორი წლის განმავლობაში. 
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საწარმო 2017 წლის მაისიდან დღემდე არ შემოწმებულა. 

ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, დაანგარიშებული გარემოსათვის მიყენებული ზიანი, გამოთხოვილ მონაცემებზე დაყრდნობით მინიმუმ 416 110 418 ლარს შეადგენს. 

2017 წლის მაისში, გარემოს დაცვის სამინისტროს მოთხოვნით, სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზს“ სპეციალური სახელმწიფო მმართველი გარემოსთვის კატასტროფული ზიანის გამოსწორების მიზნით დაუნიშნა. ნიკოლოზ ჩიქოვანს რეგიონში მდგომარეობის ეტაპობრივად გამოსწორება დაევალა. 

 

„ჯორჯიან მანგანეზის“ გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობა მინიმუმ 416 მილიონი ლარია - ანგარიში

„ყოველდღე ვტოვებთ სახლებს და სიკვდილზე მივდივართ“ - რეპორტაჟი ჭიათურიდან

ჭიათურა და "ჯორჯიან მანგანეზი" სახელმწიფო მმართველის პირობებში 

ქალაქი შავი კონტურებით

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ივლისი
18 ივლისი

ილონ მასკის დედის, მეი მასკის წიგნს ქართ ...

p.p1 {margin: 0.0px 0.0px 8.0px 0.0px; text-align: justify; font: 11.0px Helvetica; color: #000000; -webkit-text-stroke ...
08 ივნისი
08 ივნისი

რატომ უნდა ვიცნობდეთ რეი კურზველს?

ლიბერალმა“, როგორც მედიაპლატფორმამ, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიპეტია გამოიარა. რამდენჯერმე შეიცვალა სარე ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
^