Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მაკა ასათიანის სარჩელი: „თვალთმაქცური გარიგება" - რეალურად სხვა პირია წილის შემძენი

10 თებერვალი, 2016 15:06

ტელეკომპანია „მაესტროს“ წილის 25%-ის მფლობელი მაკა ასათიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს იმ გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნით მიმართავს, რომლითაც გია გაჩეჩილაძემ გიორგი ებრალიძისა და ლევან ჩიკვაიძისგან ტელეკომპანიის 15-15% წილი შეიძინა.

როგორც ასათიანის ადვოკატი გიორგი გვენეტაძე „ლიბერალთან“ საუბარში განმარტავს, მოთხოვნის საფუძველი გადაუდებელი საჭიროება გახდა, რომ გაჩეჩილაძემ, როგორც უკანონოდ არჩეულმა პარტნიორმა, კომპანიას ზიანი არ მიაყენოს, ამდენად, ასათიანი გაჩეჩილაძის 30%-იანი წილის შეჩერებას მოითხოვს.

ადვოკატი განმარტავს, რომ შუამდგომლობა სასამართლომ 24 საათში, დღის ბოლომდე უნდა განიხილოს და სარჩელი 7-10 დღის ვადაში უნდა წარედგინოს დასაბუთებულად.

„ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოთხოვნილია იმ საფუძვლით, რომ გარიგება თვალთმაქცურია.  რეალურად წილები სხვა პირმა - ბატონმა რუხაძემ შეიძინა და გაჩეჩილაძეს  გადასცა. დარღვეულია კანონმდებლობა, კერძოდ, კონკურენციის შესახებ კანონი, მაუწყებლობის შესახებ კანონი“, - ამბობს ადვოკატი.

მისი განმარტებით, სასამართლომ გარიგების კანონიერება უნდა შეამოწმოს.

„დასაბუთება ისაა, რომ რეალურად, კონკრეტულმა ტელევიზიამ ამ გარიგების საშუალებით კონტროლი მოიპოვა ტელევიზიაზე [„მაესტროზე“]. ხელშეკრულებაში მითითებული პირის ნაცვლად რეალურად სხვა პირია წილის შემძენი და გარიგება არის თვალთმაქცური“, - ამბობს ადვოკატი.

სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ამასთან, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ, გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).

სამეწარმეო რეესტრში წარდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, იმ დროისთვის „მაესტროს" 25-იანი წილის მფლობელმა გიორგი გაჩეჩილაძემ გიორგი ებრალიძესა და ლევან ჩიკვაიძეს „მაესტროში“ მათი 15-15% წილის შესყიდვის საფასური გადაუხადა, რომლის რაოდენობა კონფიდენციალურია და განსაზღვრულია ცალკე შეთანხმებით. სწორედ, აღნიშნული წილის შეძენის შემდეგ გახდა (1 თებერვალს) გია გაჩეჩილაძე „მაესტროს" საკონტროლო პაკეტის (55%) მფლობელი.

გია გაჩეჩილაძის თქმით, ის „მაესტროს გადარჩენისთვის“ პატარკაციშვილების ოჯახს დაუკავშირდა.

როგორც გაჩეჩილაძე ამბობდა, „მაესტროს გადარჩენას“ სჭირდება ფული და ამაში შეიძლება, ძველი მეგობარი, ირაკლი რუხაძე დახმარებოდა.

მოგვიანებით, ირაკლი რუხაძემ დაადასტურა, რომ  ძმებ გაჩეჩილაძეებს თანხა ასესხა. რუხაძე თანხის ოდენობას არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ სესხი პროცენტიანია.

სასამართლოში კიდევ დავა გაჩეჩილაძის 25%-იანი წილის შესახებაც მიმდინარეობს

„მაესტროს" წილები რეესტრის დღევანდელი მონაცემებით ასე ნაწილდება: გია გაჩეჩილაძე - 55%, მამუკა ღლონტი -15%, ეკატერინე აკობია - 5%, და მაკა ასათიანი - 25%.

მაკა ასათიანის ადვოკატი: რეესტრი გაჩეჩილაძეს დირექტორად 1 თვე მაინც არ დაარეგისტრირებს

 

 

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^