Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ღლონტი და აკობია: არ ვეთანხმებით ტელევიზიის დირექტორის კანდიდატურას

05 აპრილი, 2016 14:39

„მაესტროს" წილის მფლობელები მამუკა ღლონტი (15%) და ეკა აკობია (15%) განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „მაესტროს" ირგვლივ მიმდინარე პროცესი მედიის საქმიანობაში ჩარევის, მისი კონტროლის სრულიად არაკანონიერი, წინასწარ დაგეგმილი და გათვლილი გეგმის შედეგია.

„ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ამჟამად იდგმება ტელეკომპანიის სხვა პარტნიორების მხრიდან, მათ შორის, საკადრო ცვლილებები მენეჯმენტში, ჩვენთვის არ წარმოადგენს სასურველ და ერთადერთ გამოსავალს შექმნილი ვითარებიდან. ჩვენ არ ვეთანხმებით ტელევიზიის დირექტორის პოსტზე წარმოდგენილ კანდიდატურას. ჩვენს ამგვარ პოზიციას საფუძვლად უდევს არა პიროვნული, თუ პროფესიული შეფასების კრიტერიუმები, არამედ არასამართლიანი გარემო, რომლის ფონზეც ვითარდება მოვლენები და ამ გარემოს მთავარი აქტორები - მედიის კონტროლით დაინტერესებული სახელისუფლებო ძალები, ვისი უშუალო მცდელობითა და ძალადობრივი მეთოდებითაც ხდება ტელეკომპანიის მიტაცება. ამჟამინდელი რეალობა კომპანიის ერთ მეწილეს საკონტროლო პაკეტის მფლობელის სტატუსით წარმოგვიდგენს, მეორეს კი მოვლენებზე გავლენის მოხდენის საშუალებას ართმევს. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას სამართლებრივი გზით და ეს ბრძოლა არ შეწყდება, რამდენი დრო და ენერგიაც არ უნდა დასჭირდეს იმ უკანონობის დამტკიცებას და ძალადობის შენიღბული მეთოდების გამოვლენას, რასაც ამჯერად ვადევნებთ თვალს. ჩვენ არ გაგვაჩნია წილების, შესაბამისად ხმების, საკმარისი რაოდენობა იმისათვის, რომ შევცვალოთ ეს რეალობა, თუმცა გაგვაჩნია მთავარი- უდიდესი მოთმინება და უსამართლობასთან ბრძოლის დაუმორჩილებელი სურვილი”, - ნათქვამია განცხადებაში.

„მაესტროს" დირექტორად ზურაბ ნაყეური დაინიშნა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^