
კონკურენციის სააგენტოს შეფასებით, JUST TAXI-ის პროექტთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, ერთი შეხედვით, ვერ იტყვიან, ირღვევა თუ არა კონკურენციის შესახებ კანონი. - ამის შესახებ მათ „ლიბერალთან" საუბრისას განაცხადეს.
„იმის გათვალისწინებით, რომ აუქციონის წესით - გამჭვირვალე წესით იყო გამოცხადებული კონკურსი, აქედან გამომდინარე, ერთი შეხედვით არ შეგვიძლია ამ ეტაპზე ვისაუბროთ კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევაზე“, - აცხადებენ სააგენტოში.
მათი თქმით, ამ საკითხს აქვს ბევრი ნიუანსი, შესაბამისად, დეტალურად შესწავლის გარეშე დასკვნა ვერ გაკეთდება, ირღვევა თუ არა კანონმდებლობა.
როგორც საგენტოში ამბობენ, თუ ვინმე თავისი პრეტენზიით ან განცხადებით მიმართავს კონკურენციის სააგენტოს, ის განიხილავს და იმსჯელებს განცხადებაში დაფიქსირებული პრობლემური საკითხის შესაბამისად, გამოიკვლევს, რეალურად იზღუდება თუ არა კონკურენცია და ა.შ.“, - აცხადებენ სააგენტოში.
ლიბერალთან“ საუბრისას „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ აღნიშნული პროექტი კლასიკური შემთხვევაა თუ როგორ იქმნება ქვეყანაში მონოპოლია.და რომ, წესით ამ საკითხზე უნდა რეაგირებდეს კონკურენციის სააგენტო, რომელიც ორი წლის წინ შექმნა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ.