დღეს თბილისში ევროპული ჟურნალისტიკის ტრენინგ-ასოციაციის (EJTA) ყოველწლიური კონფერენცია “მედია-წიგნიერება - ახალი რეალობა” ჩატარდა. კონფერენციის ბოლოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის - GIPA-ს და პულიცერის პრემიის მფლობელი ჯოშუა ფრიდმანის სახელობის ჟურნალისტური კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
საუკეთესო ჟურნალისტურ ნაშრომებად დასახელდა:
"ივანიშვილის პასპორტის ძიებაში" - დეივ ბლოსი და ნინო ბაქრაძე, OCCRP
“პოლიციის აგენტი თუ მსხვერპლი” - ქეთევან გიგაშვილი, სტუდია "მონიტორი"
“მიუწვდომელი გრძელვადიანი მკურნალობა – ბიუროკრატია ოკუპირებულ ცხინვალში ცხოვრების გამო” - ნათია ამირანაშვილი, "ლიბერალი".
“შავი ზღვა და მდინარეები” - სალომე ცეცხლაძე, სტუდია "მონიტორი"
"თბილისის უსახლკარო მდგმურები” - თამარ გელაშვილი, სტუდია “მონიტორი".
“არ გააბრაზო პოლიციელი” - ლია ტოკლიკიშვილსა და მაია გოგოლაძის საგამოძიებო ფილმი.
ჯიპა-ფრიდმანის კონკურსი საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიების გამოსავლენად, ყოველწლიურად იმართება. კონკურსის საპრიზო ფონდი 1500 ევროს შეადგენს. პროექტი ხორციელდება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მიერ ევროპული ჟურნალისტიკის ცენტრის მხარდაჭერით.
წაიკითხეთ ინტერვიუ ჯოშუა ფრიდმანთან