Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სახალხო დამცველის აპარატმა „ლიბერალის“ მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია არ გასცა

06 ივლისი, 2016 16:22

„ლიბერალის“ მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატმა არ გასცა.

„ლიბერალმა“ სახალხო დამცველის აპარატს განცხადებით 17 ივნისს მიმართა და მოითხოვდა საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 28 მარტის ბრძანება N 113 დაუშტრიხავ ასლს.

როგორც „ლიბერალისთვის“ გახდა ცნობილი, 28 მარტის ბრძანებით, 105 500 ლარად ღირებული Mercedes-benz GLA სამსახურებრივი მიზნებისთვის აპარატის დამხმარე მოსამსახურეს ნიკოლოზ ბალიაშვილს გადაეცა, რომელიც სახალხო დამცველის მოადგილის, ნათია კაციტაძის მძღოლია.

„ლიბერალმა“ გასულ თვეს ავტომანქანის სამსახურებრივი მიზნით კონკრეტული პირისთვის გადაცემასთან დაკავშირებული ბრძანება მოიპოვა, თუმცა მასზე დაშტრიხულია სახელი და გვარი, კონკრეტულად ვინ იყენებს Mercedes-benz GLA-ს.

როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას ომბუდსმენის აპარატის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსი ილია ჭანტურაია ამბობდა, მას თავის დროზე ნანახი აქვს ბრძანება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ავტომანქანა ნათია კაციტაძის მძღოლს გადაეცა. 

ანალოგიურ ინფორმაციას ავრცელებს „სტუდია მონიტორი" და აღნიშნავს, რომ მედიას ავტომობილის განმკარგავის შესახებ ინფორმაცია დაუმალეს.

აქვე აღსანიშნავია Mercedes-benz GLA-ს შესახებ სახალხო დამცველის 18 ივნისის განცხადება, სადაც ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ 2016 წლის 28 მარტის ბრძანებით, ავტომანქანა Mercedes-benz GLA სახალხო დამცველის ადმინისტრაციული და ფინანსური დეპარტამენტის ერთ-ერთ დამხმარე მოსამსახურეს (რომელიც ამჟამად სახალხო დამცველის მოადგილის, ნათია კაციტაძის მძღოლია) იმის გამო გადაეცა, რომ შეძენილი ავტომანქანა განბაჟებისა და აპარატის ბალანსზე გადმოფორმების შემდეგ სახალხო დამცველის ოფისამდე მიეყვანა და სხვა ადმინისტრაციული სამუშაოები ეწარმოებინა.

მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველის აპარატმა საჯარო ინფრომაციის წესით გამოთხოვილი აღნიშნული ბრძანება დაუშტრიხავი სახით „ლიბერალს“ მაინც არ მიაწოდა. კანონით გათვალისწინებული 10-დღიანი ვადა 1 ივლისს ამოიწურა.

„ლიბერალი“ ამავე განცხადებაში, ასევე მოითხოვდა ბრძანებას, რომლითაც გაუქმდა საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 28 მარტის ბრძანება N 113, ვინაიდან წინა მასალის მომზადებისას აპარატის პრესსამსახურის წარმომადგენელი ჩვენთან საუბრისას ამბობდა, რომ აღნიშნული ბრძანება შეიცვალა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, „ლიბერალი“ ამ ინფორმაციის დასადასტურებლად შესაბამის ბრძანებას მოითხოვდა, თუმცა აპარატმა ეს დოკუმენტი არ მოგვაწოდა.

გარდა ამისა, ამავე განცხადებით, „ლიბერალი“ ყველა სხვა სახის დოკუმენტაციასაც მოითხოვდა, რომლითაც Mercedes-benz GLA-ს შესახებ იყო გაცემული, თუმცა პასუხი არც ამაზე მიგვიღია.

28 მარტის ბრძანებით, რითაც 105 500 ლარად ღირებული Mercedes-benz GLA სამსახურებრივი მიზნებისთვის აპარატის დამხმარე მოსამსახურე ნიკოლოზ ბალიაშვილს გადაეცა, სახალხო დამცველის 29 იანვრის N45 ბრძანებაში ცვლილება შევიდა. „ლიბერალმა“ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წესით 29 იანვრის ბრძანებაც გამოითხოვა. პასუხი არც ამ განცხადებაზე მიგვიღია.

„ლიბერალი“ სახალხო დამცველის აპარატს დაუკავშირდა. როგორც პრესსამსახურის წარმომადგენელმა ანი თამაზაშვილმა გვითხრა, გამოთხოვილი ბრძანებების გამოგზავნა დროში გაიწელა და ინფორმაციას 2-3 დღეში მოგვაწვდიან.

„ძალიან ბევრი ინფორმაციაა გამოთხოვილი, ეტყობა ვერ მოასწრეს, სხვებიც ხომ ითხოვენ საჯარო ინფორმაციას. ან სხვების იყო ბევრი, არ ვიცი ზუსტად რა ტექნიკური მიზეზი იყო“, - ამბობს ანი თამაზაშვილი.

„ლიბერალთან“ საუბრისას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ილია ჭანტურაია კი ამბობს, „ლიბერალის“ განცხადებების დარეგისტირების შემდეგ მან გამოთხოვილი დოკუმენტების მიწოდებისთვის იურიდიულ საკითხებში აპარატის მთავარ მრჩეველს, ვანდა ჯიჯელავას მიმართა, ვისგანაც პასუხი არ მიუღია.

„ამის შემდეგ დამატებით მქონდა სატელეფონო  კომუნიკაცია მთავარ მრჩეველთან, რომელმაც მითხრა, რომ სანამ მას არ ექნება მითითება უშუალოდ სახალხო დამცველისგან ამ დოკუმენტების გადაცემაზე, მას ვერ მომაწვდიდა. ამის შემდეგ მე სახალხო დამცველს ელ. ფოსტაზე წერილი მივწერე, ეს ხდებოდა გასულ კვირას, სანამ ვადა გავიდოდა. წერილში მივუთითე, რომ ვადა გადიოდა, და ეთქვა იმ პირისთვის, რომელთანაც დედნები ინახებოდა, გადმოეცა ჩემთვის მასალები, ან მიეთითებინა სხვა პირი, ვისთვის უნდა მიმემართა ამ დოკუმენტების გადმოცემაზე. მისგან პასუხი არ მიმიღია. მე, როგორც საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი, მოკლებული ვარ შესაძლებლობას, დავამუშაო ინფორმაცია, თუკი წვდომა არ მექნება მოთხოვნილ დოკუმენტებზე“ , - ამბობს ჭანტურაია.

„105 000-ლარიანი მანქანა ნათია კაციტაძისთვის" - დამალა თუ არა ნანუაშვილმა ინფორმაცია

ჭანტურაია: სახალხო დამცველს პირდაპირ აქვს ნათქვამი, რომ ჭორაობის გამო დამსჯიდა

სახალხო დამცველის აპარატი 105 500 ლარის ღირებულების Mercedes-Benz GLA-ს ყიდულობს

ომბუდსმენის აპარატმა 2014-2016 წლებში ავტომანქანების შესაძენად 416 250 ლარი დახარჯა

ომბუდსმენი მედიასაშუალებების მიერ Mercedes-benz-ზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^