საგარეო საქმეთა მინსიტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის თქმით, აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე დიალოგი მიმდინარეობს.
როგორც მინისტრის მოადგილემ „ლიბერალს" უთხრა, თავისუფალი ვაჭრობა ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის შესახებ სამუშაო ჯგუფის [მოლაპარაკებებისა].
„ჯერჯერობით რაიმე კონკრეტული შედეგი არ არის. ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომელიც მიმდინარეობს" - ამბობს ზალკალიანი.
გუშინ საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ეწვია, რომელმაც ხელი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, ასევე საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მემორანდუმებს მოაწერა ხელი.