Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ალექსანდრე აბაევი დღეს დილით ცხინვალში გარდაიცვალა

07 ივლისი, 2016 13:16

ალექსანდრე აბაევი დღეს დილით ცხინვალში გარდაიცვალა. მის შესახებ „ლიბერალმა“ სტატია თებერვალში მოამზადა. იგი აივდადებითი იყო, ასევე ჰქონდა ტუბერკულოზი და ქრონიკული C ჰეპატიტი. აბაევი ერთი წლის განმავლობაში ცდილობდა საქართველოში შესაბამისი მკურნალობის დაწყებას, თუმცა ამისთვის საჭირო დოკუმენტაციის (ე.წ. პირადობის ნეიტრალური მოწმობა) მიღებაზე მას საქართველოში უარი უთხრეს.

აბაევმა დოკუმენტების არქონის გამო, საქართველოში მხოლოდ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება მიიღო, მაშინ როდესაც კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. გადაუდებელი სამედიცინო დახმარება რეფერალური პროგრამიდან დაფინანსდა.

რაც შეეხება უშუალოდ მკურნალობის დაწყებას, აღმოჩნდა, რომ აბაევი სამკურნალო პროგრამებში ჩართვას ვერ ახერხებდა, რადგან ამისთვის პირადობის ნეიტრალური მოწმობაა საჭირო. ქვეყანაში არსებობს ტუბერკულოზის, აივ/შიდსისა და C ჰეპატიტის პროგრამები, თუმცა მასში ვერ ჩაერთვებიან ისეთი პირები, ვისაც ნეიტრალური მოწმობა არ აქვთ, განსხვავებით რეფერალური პროგრამისგან, რომელიც გადაუდებელ შემთხვევებს აფინანსებს და აღნიშნული საბუთი სავალდებულო არაა.

დაავადებების მკურნალობის დროულად არდაწყების გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო გაუარესდა. თბილისში მისი გადმოყვანა მარტში მოახერხეს, როდესაც მდგომარეობა უკვე კრიტიკული იყო. ამ შემთხვევაშიც მან მხოლოდ გადაუდებელი დახმარება მიიღო და მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შემდეგ აბაევი, ვინაიდან სამკურნალო პროგრამებში ჩართვა ვერ მოახერხა, ცხინვალში დაბრუნდა. და დღეს გარდაიცვალა.

გასულ წელს, ალექსანდრე აბაევმა პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემაზე განცხადება თბილისის იუსტიციის სახლში შეიტანა, თუმცა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მას ამ მოწმობის გაცემაზე უარი უთხრა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი მას ჰპირდებოდა, რომ დაეხმარებოდა მოწმობის აღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის  მოგვარებაში, მიუხედავად ამისა, აბაევმა პირადობის ნეიტრალური მოწმობა მაინც ვერ აიღო.

როგორც „ლიბერალისადმი" მოწერილ წერილში მინისტრის აპარატი აღნიშავს, მათ აბაევის ოჯახის წევრებს გაუწიეს მხოლოდ კონსულტაცია ნეიტრალური მოწმობის აღების პროცედურების შესახებ.

რა მიზეზით ვერ მიიღო აბაევმა ნეიტრალური მოწმობა - „ლიბერალი“ ამ კითხვაზე პასუხს ამ ხნის განმავლობაში იკვლევდა. ყველა შესაბამისი უწყება, „ლიბერალზე“ ინფორმაციის გაუცემლობის მიზეზად პერსონალურ მონაცემებს ასახელებდა.

თუმცა ამას, ალბათ, არსებული მნიშვნელობა აღარ აქვს. ახლა აბაევის ნათესავები სახელმწიფოს ცხინვალში პანაშვიდზე გადასასვლელად დახმარებას სთხოვენ.

მიუწვდომელი გრძელვადიანი მკურნალობა - ბიუროკრატია ოკუპირებულ ცხინვალში ცხოვრების გამო

როგორ გრძელდება ალექსანდრე აბაევის ისტორია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^