„თანაინვესტირების ფონდის" მიერ „ლიბერალისთვის" მიწოდებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორი იქნება თაბორის მთის, სოლოლაკისა და თავისუფლების მოედნების განაშენიანების პროექტები.
თავისუფლების მოედანსა და სოლოლაკის ქედზე მშენებარე სასტუმროები „პანორამა თბილისის" პროექტის შემადგენელი ნაწილია.
დღეს თბილისის საკრებულომ თაბორის მთის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი დაამტკიცა.
ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ გასხვისებულ ტერიტორიაზე მშენებლობის დაწყება უახლოეს მომავალში იგეგმება. პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმა ტერიტორიის მფლობელმა კომპანიებმა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს უკვე წარუდგინეს. სამსახურმა დასკვნა 28 ნოემბრამდე უნდა გასცეს.
გეგმარებითი პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ტერიტორიაზე იგეგმება სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსისა და სარეკრეაციო ტერიტორიის გაშენება, რომლის შემადგენლობაშიც შევა:
- გოლფის სათამაშო მოედნები;
- ხელოვნური ტბა;
- ღია სპორტული მოედნები;
- საფეხმავლო ბილიკები;
- გოლფ კლუბის შენობა;
- სასტუმროს შენობა.
„თაბორის მთაზე 11 669 აღწერილი ხიდან 3 500 ხეა ჯანსაღი" - თანაინვესტირების ფონდი
როგორი იქნება სასტუმრო და გოლფის მოედნები თაბორის მთაზე
პანორამა თბილისი - ახალი სატრანსპორტო პრობლემების მოლოდინში?