ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის პატივსაცემად იუსტიციის სახლთან ლგბტ თემის წარმომადგენლებმა და ლგბტ აქტივისტებმა სიმბოლური აქცია გამართეს.
შეკრებილმა ადამიანებმა სანთლებით ტრანსგენდერი ადამიანების სიმბოლო გამოსახეს. მაქ აქციაზე ტრანსგენდერი ქალების - ბიანკა შიგუროვასა და საბი ბერიანის ფოტოები მიიტანეს.
10 ნოემბერი, როგორც ტრანსგენდერთა ხსოვნის ნაციონალური დღე საქართველოში პირველად გასულ წელს, საბი ბერიანის მკვლელობასთან დაკავშირებით აღნიშნეს.
ფოტო ► იუსტიციის სახლთან ტრანსგენდერთა ხსოვნის ნაციონალური დღე აღნიშნეს
ტრანსგენდერი ქალი, საბი ბერიანი 2014 წლის 11 ნოემბერს მოკლეს. მისი ცხედარი სამაშველო სამსახურმა აღმოაჩინა, რომელიც საცხოვრებელ სახლში ხანძრის ჩასაქრობად მივიდა.
საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებული ლევან კოჭლაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობის ნაწილში (სსკ 108-ე მუხლი) უდანაშაულოდ ცნო.
2016 წლის 25 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომლის თანახმადაც ლევან კოჭლაშვილი უდანაშაულოდ იქცნა ცნობილი საბი ბერიანის მკვლელობაში.
2016 წლის 4 თებერვალს ტრანსგენდერი ქალი ბიანკა შიგუროვა მეტრომშენის დასახლებაში, ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ბიანკა შიგუროვა 22 წლის იყო.