"ეს არის საკუთარი სხეულის შეცნობაზე, სიკვდილზე და სიცოცხლეზე, საკუთარ სექსუალობაზე დაკვირვება. ეს კავშირშია გენიტალიების დასახიჩრების პრობლემასთან" - ლია უკლება.
(c) ლია უკლება
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქალის გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკა, ე.წ. "ქალთა წინადაცვეთა" არსებობს. ეს ფაქტი დაადასტურა ომბუდსმენმა. ინფორმაციას გამოეხმაურა პრეზიდენტი, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი წინასწარ საგამოძიებო ქმედებებს ატარებს.