„ქართული ოცნების“ წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, „ტაბულასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ დეკრიმინალიზაციას მხარს არ უჭერს.
„ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვაქვს კონსერვატიული მიდგომა, რაც გამოიხატება იმაში, რომ არ შევუწყოთ ხელი არც პირდაპირ და არც ირიბად ამ მავნე ჩვევას თუ დაავადებას. გვაქვს კონსერვატიული მიდგომა და ჩვენ მას, ჯერჯერობით, არ ვცვლით.
გვაქვს ასეთი დამოკიდებულება, რომ მსუბუქი თუ მძიმე ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაცია არ შეუწყობს ხელს საზოგადოების გაჯანსაღებას. გვაქვს ასეთი პოზიცია. .
ლეგალიზაცია ნიშნავს სწორედ დეკრიმინალიზაციას. ისინი მოითხოვენ ლეგალიზაციას იმის გამო, რომ მოხდეს დეკრიმინალიზაცია. ჩვენ ძალიან შევამსუბუქეთ პასუხისმგებლობა ნარკოტიკების მოხმარებისთვის. ნარკოტიკების შეძენა/მოხმარება/გასაღება ერთნაირად ისჯებოდა, გავყავით 273-ე მუხლი და, შესაბამისად, შევამსუბუქეთ პასუხისმგებლობა მოხმარებისთვის, ისიც განმეორების შემთხვევაში
ისინი ამბობენ, რომ მსუბუქი ნარკოტიკის ანუ მარიხუანის მოხმარება არის ჩვეულებრივი ნორმა. შეიძლება კონსერვატიული დავარქვათ ამ მიდგომას, მაგრამ გვაქვს ეს მიდგომა, რომ არ ვუჭერთ მხარს დეკრიმინალიზაციას.", - განაცხადა ქუცნაშვილმა.