Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კილაძე LGBT პირებისადმი ძალადობის ზრდაზე: ზოგი მედიასაშუალებაც უწყობს ხელს ამის აჟიტირებას

29 ნოემბერი, 2016 17:11

ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის თქმით, ის, რომ ბოლო პერიოდში სექსუალური უმცირესობების მიმართ ძალადობის ფაქტები გახშირდა, სუბიექტური შეფასებაა. 

„მკვლელობების, ყაჩაღობისა და ქურდობისა არ იყოს, რომ აი, დანაშაულმა იმატა, ასე არ არის. ეს სუბიექტური შეფასებაა. გარკვეული მედიასაშუალებებიც უწყობს ხელს ამის აჟიტირებას და პროპაგანდას. მაგრამ ეს ასე არ არის. თუმცა გეთანხმებით, რომ დანაშაულები, რომლებიც ხდება, შესაბამის რეაგირებას საჭიროებს“, - განაცხადა „ლიბერალთან“ ინტერვიუში სოფო კილაძემ .

მისივე შეფასებით, ყველა ადამიანი თავისუფალია და თუ ის სხვის უფლებებს არ არღვევს, შეუძლია, თავისი თავი ისე განავითაროს, როგორც თავად სურს.  სახელმწიფომ კი სწორედ ეს თანასწორობა უნდა უზრუნველყოს და  განამტკიცოს ინსტიტუციური და მატერიალურ-სამართლებრივი კუთხით.

„ვფიქრობ, ამ მხრივ გარკვეული გამოწვევები გვაქვს, თუმცა აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ (რაც ძალიან მიხარია), რომ ჩემი სამშობლო არის ის ქევყანა, სადაც საუკუნეების განმავლობაში ძალიან მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ ქართვლები და ებრაელები, ქართველები და მუსლიმები, სხვა კონფესიებისა და ეთნოსების წარმომადგენლები. ეს ჩვენი კულტურის ნაწილია და ხელოვნური აჟიოტაჟით არ უნდა  შევუწყოთ ხელი ამ ადამიანების ერთმანეთთან დაპირისპირებას“,- ამბობს სოფო კილაძე.

ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, საქართველო ტოლერანტული ქვეყანაა. თუმცა აქაც შეიძლება იყვნენ ადამიანები, ვისაც თემების ხელოვნურად აწევა სურთ. ამასთან, სოფო კილაძე არ გამორიცხავს, რომ დანაშაული მართლაც ხდება, მათ შორის, სიძულვილის ნიადაგზე.

„შესაძლოა, ერთი ადამიანი მეორეს სხვანაირად, უთანასწოროდ უყურებს. სამწუხაროდ, ასეთი გამონაკლისებიც  არსებობს, მაგრამ ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ამ ყველაფერს მასობრივი სახე არ მიეცეს. ამისთვის ორი გზა არსებობს - პრევენცია და მომხდარ დარღვევებზე ადეკვატური რეაგირება. ამასაც გარკვეული პრევენციული ფუნქცია აქვს. პრევენციაში, ალბათ, ყველაზე მეტი ძალისხმევა უნდა ჩავდოთ, მათ შორის, განათლებაში. მე აბსოლუტურად დავეთანხმები სანდრო ჯეჯელავას გუშინდელ კომენტარს იმასთან დაკავშირებით, რომ სკოლამ პირველ რიგში ადამიანური რაღაცები უნდა ასწავლოს. სწორედ სკოლიდან და იმ სოციუმიდან ყალიბდება ბავშვი პიროვნებად. თუ იმ სოციუმში განსხვავებული ადამიანების მიმართ კარგი განწყობაა და განსხვავებულობის გამო არავინ არავის დევნის, თუ სკოლაშიც იმავეს ხედავს ბავშვი, ვფიქრობ, ასეთი ადამიანი იქნება საზოგადოების ისეთი წევრი, როგორიც ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოს შეშურდება“,- აღნიშნავს კილაძე.

თუმცა კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ დასჯის ფუნქციაც უნდა არსებობდეს, რადგან, მისი შეფასებით, არის ადამიანების გარკვეული კატეგორია, რომელზეც ეს ფუნქციაც მუშაობს. 

„შესაძლოა, ვიღაცას სუბიექტური მოსაზრება და დამოკიდებულება ჰქონდეს, თუნდაც თავისი რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე, მას ამის უფლება აქვს, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს განსხვავებული ადამიანის დევნის, ცემისა და შეურაცხყოფის საფუძველი. ზღვარი ორ უფლებას შორის ძალიან ფაქიზია და სწორედ ამას უნდა მივაღწიოთ, რომ ადამიანს დავუტოვოთ უფლება, გარკვეულ საკითხებს შეხედოს ისე, როგორც მას სურს. ოღონდ, რა თქმა უნდა, სხვა ადამიანებსაც უნდა სცეს პატივი. ალბათ, სწორედ ამ ზღვარის დაცვაა ამ კუთხით ჩვენი მთავარი გამოწვევა“.

  • 14 ოქტომბერს ფიზიკურად გაუსწორდნენ 32 წლის ტრანსგენდერი ქალს, ზიზის, რომელიც მიყენებული დაზიანებების გამო რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა;
  • 26 ნოემბერს კიდევ ერთ ტრანსგენდერ ქალს, ნატას დაესხნენ თავს. მას ტრამვები სახის არეში აღენიშნება, მოტეხილი აქვს ცხვირი;
  •  27 ნოემბერს, ღამით გმირთა მოედნის მიმდებარედ ხუთ ტრანსგენდერ ქალს დაესხნენ თავს;
  • სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშის თანახმად, დისკრიმინაციის შესახებ აპარატში შესული 113 განცხადებიდან 8% სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო ძალადობას ეხება;
  • შსს-ს ინფორმაციით, სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის მიმართ შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე  2014 წლიდან 2016 წლის 17 მაისის ჩათვლით სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ ერთ ფაქტზეა აღძრული.

სიძულვილი და უმოქმედობა - ლგბტ პირთა უფლებები საქართველოში

გვიან ღამით, თბილისში, კიდევ ერთ ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ​

ზიზი

14 ოქტომბერს ნაცემი ტრანსგენდერი ქალი გარდაიცვალა

ფოტო ► ტრანსგენდერთა ხსოვნის ნაციონალური დღე იუსტიციის სახლთან მეორედ აღნიშნეს

ბიანკა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^