Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დეზომორფინის ოდენობებთან დაკავშირებულ სასჯელზე საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს

06 თებერვალი, 2017 20:34

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 6 თებერვალს არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს მოქალაქე ლაშა ბახუტაშვილის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

მოსაჩელე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალება „დეზომორფინის” დიდი ოდენობით პირადი მოხმარების მიზნისთვის დამზადება, შეძენა, შენახვისთვის სასჯელის სახით ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

მოსარჩელის მტკიცებით, ვინაიდან კანონმდებლობა არ ადგენს  დეზომორფინის ოდენობებს, დეზომორფინის ნებისმიერი ოდენობით შენახვა-შეძენა, დამზადება (მათ შორის პირადი მოხმარებისათვის 0,00009 გრამიც) ითვლება დიდ ოდენობად და მოსამართლეს განაჩენის დადგენისას არ აქვს შესაძლებლობა ინდივიდუალურად განსაზღვროს დანაშაულის კვალიფიკაცია სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით.

მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმით დადგენილი სასჯელის არაპროპორციულობაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ სადავო ნორმა დეზომორფინის შეძენა-შენახვა, მოხმარებისათვის ითვალისწინებს იგივე ოდენობის სანქციას, რაც დადგენილია  ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებისთვის.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე.

ბახუტაშვილი 2013 წელს 0,00009 გრ. (მოხმარებულ ნემსში არსებული ნარჩენისთვის) ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის (ე.წ. კრაკადილი) შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დეზომორფინის მცირე რაოდენობა კანონით დადგენილი არ არის, ამიტომ 0.00009 გრ. ავტომატურად დიდ ოდენობად მიიჩნევა.

ნარკოტიკების დოზები - სამართალწარმოება მცირე ოდენობების გარეშე

0,00009 გრ. ნარკოტიკის აღმოჩენის გამო, ბრალდებულის მხარდამჭერი აქცია სასამართლოსთან

მოქალაქე: პოლიციამ მაიძულა, ნარკოტიკის მოხმარებისას ბახუტაშვილის დაჭერაში დავხმარებოდი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^