საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაცვის სამსახურს ზურაბ ბუჩუკური უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
„რუსთავი 2 - ის“ ინფორმაციით ზურაბ ბუჩუკური თანამდებობას მას შემდეგ დაიკავებს, რაც მოქმედი ხელმძღვანელი, სოსო ოხანაშვილი, პოსტს დატოვებს. ხოლო, სოსო ოხანაშვილი თანამდებობაზე მუშაობას ამ დრომდე განაგრძობს. უახლოეს მომავალში გადაბარების პროცესი დაიწყება და ოხანაშვილი პოსტის დატოვებას მხოლოდ გადაბარების პროცესის დასრულების შემდეგ გეგმავს.
სოსო ოხანაშვილი: ბოტკოველმა იცრუა, მე ვარ საპატრიარქოში და ვასრულებ ჩემს მოვალეობას
მიქაელ ბოტკოველი: პროტესტის ნიშნად ვტოვებ პატრიარქის მდივნის თანამდებობას