მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრმა მასწავლებლის შიდა შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტები შეიმუშავა. დოკუმენტში დეტალურადაა გაწერილი ის კრიტერიუმები, რომლებიც აფასებს თუ რა დონეს უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის საქმიანობა, რომ მან კონკრეტული აქტივობების განხორციელებისთვის კრედიტქულა მიიღოს. დოკუმენტში გაწერილია სულ 29 აქტივობა და თითოეული მათგანის შეფასებისას საჭირო კრიტერიუმები.
მასწავლებელს სავალდებულო ან/და დამატებით აქტივობაში კრედიტქულა არ მიენიჭება იმ შემთხვევებში თუ:
ა) თუ მასწავლებელი წარმოადგენს ისეთი სავალდებულო ან/და დამატებით აქტივობის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც შეფასებულია სხვა აქტივობის ფარგლებში;
ბ) თუ მასწავლებელი სავალდებულო ან/და დამატებითი აქტოვობის განხორციელებისას არ დაიცავს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;
გ) თუ მასწავლებელი სრულად არ წარმოადგენს სავალდებულო ან/და დამატებითი აქტივობის განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტაციას;
დ) თუ მასწავლებლის შეფასების ჯგუფს აქვს საფუძვლიანი და დასაბუთებული ეჭვი, რომ რეალურად არ განხორციელებულა მასწავლებლის მიერ წარმოდგენილი სავალდებულო ან/და დამატებითი აქტივობა.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, აღნიშნულ შემთხვევებში, სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) მასწავლებლის შეფასების ველში მიეთითება 0 (ნული) ქულა.
რა კრიტერიუმებით შეფასდება პედაგოგთა აქტივობები - დოკუმენტი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა - საბოლოო ვერსია