
„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტის, ბექა წიქარიშვილის ინფორმაციით, პოლიციამ პირობითი მსჯავრის მქონე მოქალაქე ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანა. მისივე თქმით, აღნიშნული პირი უარს ამბობს ნარკოტესტირებაზე.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პირობითი მსჯავრის მქონე მოქალაქეები გადაჰყავთ ნარკოლოგიურში. პოლიცია ამ მეთოდით ცდილობს, მარტივად „გაუცოცხლოს“ პირობითი მოქალაქეებს... როგორც ცნობილი გახდა, პირდაპირ ტაქსიდან წაიყვანეს ნარკოლოგიურში, ახლა ველოდებით იურისტს, რაც მთავარია, თავად უარს ამბობს მოშარდვაზე“, - ამბობს წიქარიშვილი.