Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა 20 დღეში ამოქმედდება

08 მარტი, 2017 12:11

საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა. პროცედურის თანახმად, ვიზალიბერალიზაცია ძალაში 20 დღეში შევა, შესაბამისად, 28 მარტს ამოქმედდება. 

ბრიუსელში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებას ხელს ოფიციალურად 1 მარტს მოაწერეს.

ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი 2 თებერვალს დაუჭირა. ევროკავშირის საბჭოს ოფიციალური მხარდაჭერა საქართველოს ვიზალიბერალიზაციამ 27 თებერვალს მიიღო, რითაც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების პოლიტიკური მხარდაჭერის პროცესი დასრულდა. 

რაც შეეხება ტექნიკურ ნაწილს, 2015 წლის 18 დეკემბერს ევროკომისიამ რიგით მე-4 პროგრესანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველო აკმაყოფილებდ ყველა ნიშნულს, რომელიც ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ნაწილში იყო მოცემული. ამით ვიზალიბერალიზაციის ტექნიკური მხარე დასრულდა.

როგორც ცნობილია, ვიზალიბერალიზაცია შეჩერების გამარტივებულ მექანიზმთან ერთად ამოქმედდება. ამდენად, ევროკავშირის ინსტიტუტებმა ვიზალიბერალიზაციის პარალელურად შეჩერბის მექანიზმის განახლებულ რეგულაციასაც დაუჭირეს მხარი. შესაბამისი ცვლილებაც ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში დღეს გამოქვეყნდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^