
ე. წ. ცენტრ-პოინტის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ყადაღა მოუხსნა ყველა დაყადაღებულ ქონებას.ამის შესახებ განცხადებას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.
„2017 წლის 31 მარტის განაჩენით, დამნაშავედ იქნენ ცნობილნი თაღლითობისა და მითვისების ფაქტზე ბრალდებულები მაია რ. და რუსუდან კ. , მათ საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით განვმარტავთ, რომ სასამართლოს დღევანდელი განაჩენით აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ყადაღა მოეხსნა ყველა დაყადაღებულ ქონებას“- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
სასამართლომ რუსუდან კერვალიშვილს 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდა
პროკურორი: საპროცესო იმ პირობით გაფორმდება, თუ დაზარალებულებს ზიანს აუნაზღაურებენ