Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ აუტიზმის რეაბილიტაციის პროგრამაში შესატან ცვლილებებს ეხმაურება

17 მაისი, 2017 17:12

ორგანიზაცია „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღდეგ“ აუტიზმის რეაბილიტაციის პროგრამაში შესატან ცვლილებებს ეხმაურება. 
დღეს თბილისის მერიამ „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამის წესში ცვლილებებზე განცხადება გამოაქვეყნა. განცხადების მიხედვით, 7 წლის და ზემოთ ასაკის აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის დაფინანსებული სეანსების რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს.

15 სეანსი 20 ნაცვლად - ცვლილებები აუტიზმის რეაბილიტაციის პროგრამაში

ორგანიზაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. 

„ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ (FAD) წელიწად ნახევარდზე მეტი იბრძოდა იმისთვის რომ მომხდარიყო თბილისის მერიის მიერ დაფინანსებული „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“  ქვეპროგრამის განხორციელების წესში არსებული დისკრიმინაციული ჩანაწერის აღმოფხვრა. ძველი დადგენილების მიხედვით  ( N33 -129) პროგრამაში ჩართვა შეეძლო მხოლოდ თბილისში რეგისტრირებულ ბავშვებს 2015 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, რაც ცალსახად წინააღმდეგობაში მოდიოდა რატიფიცირებულ კონვენციასთან და საქართველოს კონსტიტუციასთან.  აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით FAD მა არაერთხელ წერილობით მიმართა თბილისის მერიას და ითხოვდა ამ საკითხის გადაჭრას, თუმცა საჯარო სექტორიდან წამოსული გულგრილობის შედეგად დაიგეგმა ქუჩის აქციები და მშობლებმა მიმართეს პროტესტის უკიდურესს ფორმას- შიმშილობას.

მხოლოდ და მხოლოდ ზემოთაღნიშნული პროტესტის შედეგად თბილისის მერიამ დაიწყო მოლაპარაკების რეჟიმში მშობლებთან ურთიერთობა. დაიგეგმა საჯარო განხილვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მოხდა საჯარო მოხელეების მხრიდან ოფიციალური განცხადებების გაკეთება. დედაქალაქის მერის ბატონ დავითა ნარმანიას  23 მარტის განცხადებაში ხაზგასმულია ის რომ მოხდებოდა „პროგრესული პროგრამის“ განვითარება (http://imtavroba.ge/new/6383-davit-narmania-autizmis-mqone-bavshvebistvis-gankutvnili-programa-unda-ganvitardes) . წინასწარ დაანონსებული ცვლილებების მიხედვით საფრთხე არ ემუქრებოდა ვაუჩერით გავთვალისწინებული თანხის შემცირებას. დაგეგმილი იყო მოცდის პერიოდის შემცირება, რაც საშუალებას მისცემდა რეგიონებიდან თბილისში გადმოწერილ ბავშვებსაც ესარგებლად პროგრამით (http://liberali.ge/news/view/28739/ra-tsvlilebebi-igegmeba-autizmis-mqone-bavshvta-reabilitatsiis-qveprogramashi)

სამწუხაროდ 2017 წლის 17 მაისს თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე მოხდა ქვეპროგრამაში შესატანი ცვლილებების სხვა კუთხით გატანა (http://www.tbilisi.gov.ge/news/3695). აღნიშნული ცვლილებების მიხედვით 7 წლის ზევით ბავშვებისათვის ყოველთვიური პროგრამული საათები შემცირდება 20დან 15 საათამდე ( დაიწევს 420 ლარიდან - 315 ლარამდე).  აღნიშნული სახით ცვლილებების განხორციელებაზე თბილისის მერიას არ გაუვლია შესაბამისი კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან ( მშობლებთან). როგორც თბილისის მერიაში აღნიშნეს რეკომენდაციები აღნიშნულ ცვლილებაზე მიიღეს სერვისის მიმწოდებლებიდან. სამწუხაროა, როცა სერვისის განხორციელებაში ჩართული მხარე, რომელსაც ყველაზე მეტად უნდა ესმოდეს თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ინტენსიურ “აბა“ თერაპიას. იმ დროს როდესაც სერვისის მიმწოდებლები  ხაზს უსვამენ ინტენსიურ (კვირაში მინიმუმ 20 საათიან) თერაპიის საჭიროებას აუტიზმის შემთხვევაში მშობლებთან და უბიძგებენ მშობელს რომ ყველა შესაძლო რესურსით მოახერხოს სერვისის დაფინანსება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ იღებენ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას გავიდნენ შედეგზე, სამწუხაროდ ვერ ახერხებენ ასეთივე ენთუზიაზმით დაიცვან ბავშვების ინტერესების დაცვას სახელმწიფო დონეზე.  ასევე, თავისი გადაწყვეტილების გასამართლებლად თბილისის მერია მცირე ბიუჯეტს იმიზეზებს და ხაზს უსვამს იმას რომ დადგენილების დისკრიმინაციული ჩანაწერის შედეგად რიგ შემთხვევაში დაზარალდება ადგილობრივი თბილისელი ბავშვები, ვინაიდან რიგი შეიძლება მოუწიოს ასაკით უმცროსს თბილისში ბოლო წლებში გადმოწერილ ბავშვს, და არა მკვიდრ თბილისელს. FAD  ასევე გაუგებრად მიიჩევს თბილისის მერიის პოლიტიკაც დააპირისპიროს რეგიონებიდან გადმოწერილი და ადგილობრივი მშობლები, ვინაიდან არცერთ კანონში წერია რას ნიშნავს იყო მკვიდრი თბილისელი და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანი, რომ სხვებმა მას „მკვიდრი თბილისელი“ უწოდოს.

FAD გეგმავს ფართომასშტაბიანი აქციებისა და კამპანიების წარმართვას, რათა მოხდეს პროგრამის განვითარება და არა უკუსვლა. ასევე, მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაინტერესდეს აღნიშნული საკითხით და არშეწიროს სერვისს პროვაიდერების ინტერესებსა და ქალაქის ლიმიტირებულ ბიუჯეტს ბავშვის უზენაესი ინტერესები და უფლებები."

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^