Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სუს-ის ხელმძღვანელი: აზერბაიჯანული მხარის თქმით, ჟურნალისტი „მწვანე საზღვარზე“ დააკავეს

31 მაისი, 2017 13:06

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, ჟურნალისტი დააკავეს ე.წ. მწვანე საზღვარზე, სადაც პასპორტი არ არის საჭირო.  

„არ უნდა ვიჩქაროთ და მე თავს შევიკავებ განცხადებებისგან.  შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება და მიმართა აზერბაიჯანული მხარის შინაგან საქმეთა სამინისტროს. ალბათ, იქიდან გაკეთდება ოფიციალური განცხადება, თუ რა მოხდა, სად მოხდა ამ ადამიანის დაკავება. როგორც აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, დააკავეს „მწვანე საზღვრის“ კვეთის დროს და არა გამშვებ პუნქტზე ანუ იქ, სადაც პასპორტი არ სჭირდება. ჩვენ შევისწავლით ამ ფაქტს“, - განაცხადა გომელაურმა. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 29 მაისს, მას შემდეგ დაიკარგა, რაც თავის მეგობარს შეხვდა კაფეში. აფგან მუხთარლი აზერბაიჯანშია დაკავებული. აფგან მუხთარლის ადვოკატები აცხადებენ, რომ მის მოტაცებაში ქართველი პირებიც მონაწილეობდნენ, - ამის შესახებ „ლიბერალს" აფგანის მეგობრის, დაშგინ აგარალრის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ უთხრა.

ადვოკატი: აზერბაიჯანელი ადვოკატების თქმით, ჟურნალისტის გატაცებაში ქართველებიც მონაწილეობდნენ

აფგან მუხთარლის აზრით, ის საკუთარ სახლთან ქართულმა სპეცსამსახურმა დააკავა​

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^