Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გაათავისუფლეთ „ბირჟა მაფიის“ წევრები! - სოციალურ ქსელში პეტიცია ვრცელდება

09 ივნისი, 2017 15:33

სოციალურ ქსელში გავრცელდა პეტიცია, სახელწოდებით - გაათავისუფლეთ „ბირჟა მაფიის“ წევრები! მანიფესტის ადრესატი  საქართველოს მთავრობა, საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს პროკურატურაა. 

„მოგეხსენებათ, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს, რაც პირდაპირ კავშირშია სიტყვის გამოხატვის თავისუფლებასთან. ამ უწყინარი ვიდეოკლიპით, „ბირჟა მაფიის“ წევრებმა თავიანთი სათქმელი თქვეს. 

მიგვაჩნია, რომ ქმედება მათ წინააღმდეგ და სასჯელი, რომელიც მათ ემუქრებათ (თავისუფლების 20 წლამდე ან სამუდამო აღკვეთა) უსამართლო და შეუსაბამოა, ყოველგვარ აზრსა და ლოგიკას მოკლებული.

გარდა ამისა, სხვა საკითხია ის, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. მოვითხოვთ დეტალურ გამოძიებას, რადგან მიგვაჩნია, რომ აღნიშნული რაოდენობის „მდმა“ არც კი ეკუთვნოდათ მიშკა მგალობლიშვილსა და გიორგი ქებურიას.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ ზემოთ აღნიშნული, გაეცნოთ საქმის დეტალებს და გაათავისუფლოთ „ბირჟა მაფიის" წევრები“,- ნათქვამია გავრცელებულ პეტიციაში. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში დარეგისტრირდა პროცესი, სადაც მოსამართლე ბადრი შონია დაკავებული რეპერის, მიშკა მგალობლიშვილის აღმკვეთი ღონისძიების საკითხს განიხილავს. პროცესი 16:00 საათზეა ჩანიშნული.

„ბირჟა მაფიის“ წევრებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

„ეჭვი მაქვს, რომ ჩემს ქმარს ნარკოტიკები ჩაუდეს, ან უბრალოდ ტყუილ ბრალდებას უყენებენ“ - ასე აფასებს რეპერის მეუღლე ერიკა კოუპლენდი მიშკა მგალობლიშვილის დაკავებას და აღნიშნავს, რომ მომხდარს კლიპს უკავშირებს, რომელიც 4 ივნისს გამოქვეყნდა და რომელშიც პოლიციელია გაშარჟებული. 

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მგალობლიშვილს - ს პირადი ჩხრეკისას 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“, ხოლო  გიორგი ქებურიას-ს ჩხრეკისას 2,3342 გრამი „მდმა“ ამოიღეს. შსს-ს ცნობით, გ.ქ. დანაშაულს აღიარებს. ბრალიოს დამტკიცების შემთხვევაში მათ 8-დან 20 წლამდე ან სამუდამო პატიმრობა ემუქრება. მგალობლიშვილი ბრალს არ აღიარებს.

 „ჩემს ქმარს რომ სცოდნოდა, პოლიციასთან მოუვიდოდა უთანხმოება ამის გამო, ვიდეოს არ ატვირთავდა. ძალიან ვნერვიულობ, რადგან შეიძლება იმისთვის დაიჭირონ, რაც არ გაუკეთებია“ - ამბობს დაკავებული რეპერის მეუღლე.

დაკავებული რეპერი ბრალს არ აღიარებს - მეუღლე დაკავებას ვიდეოკლიპს უკავშირებს
 

დაკავებული რეპერის, მიშკა მგალობლიშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^