Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიგა ბოკერია: ჩვენთვის ერთადერთი მისაღები ვერსია პროპორციული საარჩევნო სისტემაა

06 ივლისი, 2017 18:01

„მმართველმა გუნდმა პროცესები ჩიხში შეიყვანა და ახლა ჩვენ მხარეს ცდილობს ბურთის გადმოგდებას. მაშინ, როცა ჩვენი, ოპოზიციური სპექტრის პოზიცია ისედაც ნათელია -  ჩვენ გვინდა პროპორციული საარჩევნო სისტემა“, - ამის შესახებ „ლიბერალს“ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, სტრასბურგში ვიზიტისას საქართველოს მეგობარი ყველა პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი ღიად ეუბნებოდა ხელისუფლებას, რომ კონსესუსი უნდა ეძიოს და ერთი პარტიის მხრიდან კონსტიტუციის გადასიჯვა არ შეიძლება და საზიანოა ქვეყნის დემოკრატიისთვის.

„როგორც გავიგეთ, შიდა საუბრებში ამბობენ, რომ კონსენსუსი უნდათ, მაგრამ ოპოზიცია არ მოდის ამაზე. და ეს აქვთ მათ სალაპარაკო. მაგრამ ბურთი მათ მხარესაა. ისინი ცდილობენ ინსინუაციებით ბურთის ოპოზიციის მხარეს გადმოგდებას. ხელისუფლებამ საზოგადოებაც გადააგდო, საკუთარი ამომრჩეველიც და ბოლოს, ვენეციის კომისიაც. ერთით მივიდნენ და მერე მეორე გაიტანეს“, - ამბობს ბოკერია.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი აღნიშნავს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციას თავისი მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს და ერთადერთ ნორმალურ სისტემად პროპორციული მიაჩნია. ამიტომ მიიჩნევს, რომ თუ ხელისუფლებას დიალოგი ნამდვილად სურს და ეს მხოლოდ საერტაშორისო საზოგადოებასთან საუბრის ნაწილი არ არის, ნაბიჯი თავად უნდა გადადგას და ოპოზიციას საკუთარი ვერსიები შესთავაზოს.

„მერე უკვე ჩვენ, ოპოზიციური პარტიები ვიმსჯელებთ, რაა რის მისაღები და რა არა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. ამასთან, ჩვენი პოზიცია გაქვს სხვა საკითხებზეც -  საარჩევნო ბლოკები არ უნდა აიკრძალოს, ბარიერის დაწევის მომხრეც ვართ. აღარაფერს ვამბობ კონსტიტუციის სხა საკითხებზე, რომელიც ჩვენთვის მიუღებელია“.

გიგა ბოკერია აღნიშნავს, რომ სხვა პარტიებისგან განსხვავებით, ისინი კომისიიდან დროზე ადრე არ გასულან და მანამდე მიიღეს ყველა პროცესში მონაწილეობა, სანამ ამას ფორმალური აზრი ჰქონდა.

„ ზოგიერთებისგან განსხვავებით, კომისიიდან არ გავვარდნილვართ დროზე ადრე, რომ მერე მმართველი პარტიისთვის არ მიგვეცა საერთაშორისო ასპარეზზე იმის თქმის საშუალება, რომ იცი რა, არც კი სცადეს ჩვენთან თანამშრომლობა. ბოლომდე მივიღეთ ყველა პროცესში მონაწილეობა, სანამ რაიმე ფორმალური აზრი ჰქონდა მონაწილეობას. მაგრამ მერე, როცა ასე თავხედურად იქცევიან, ბუნებრივია ბოიკოტი გამოვუცხადეთ კენჭისყრას. არ მივცემთ საშუალებას, რომ თავი იმართლონ საერთაშორისო ასპარეზზე და ჩვენი საზოგადოების წინაშე, რომ მათ სურდათ დიალოგი და ვიღაც იყო წინააღმდეგი“.

გიგა ბოკერია ამბობს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მისი პარტია პროპორციულის გარდა სხვა ვერსიეს არ განიხილავს, მათ შორის, არც მაჟორიტარების რაოდენობის შემცირებას.

„ჩვენი პოზიცია დღეს არის და ხვალაც ეს იქნება, რომ ერთადერთი სწორი სისტემა პროპორციული სისტემაა. ამ წუთებში არანაირი პერსპექტივა არ გვაქვს, რადგან მიღებულია კონსტიტუცია, რომელიც მიუღებელია ყველასთვის, ყველა დანარჩენის პოზიცია ცნობილია, რომ პროპორციულ სისტემას ვუჭერთ მხარს. უარი თქვეს პლებისციტთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ ყველაზე დემოკრატიულ წინადადებაზე. ჩვენ დიალოგისთვის მზად ვართ, მაგრამ ნაბიჯი მათი გადასადგმელია, რას გვთავაზობენ“.

დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კონკრეტულ ინიციატივებთან დაკავშირებით ჯერჯერობით ხელისუფლება განცხადებას ვერ გააკეთებს. მაგრამ ისინი დისკუსიისთვის და კონსულტაციებისთვის მზად არიან და ამ კონსულტაციების საფუძველზე შესაძლოა, გარკვეულ საკითხებზე შეთანხმდნენ. 

„ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივნმა, გიგი უგულავამ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება შეცვლის არსებულ პროპორციას, ეს იქნება უკეთესი, ვიდრე დღევანდელი, მაგრამ გამორიცხულია, კონსტიტუციის პროექტის ერთიანი კენჭისყრის პირობებში საპარლამენტო უმცირესობამ რაიმეს მისცეს ხმა. 

„შერეული სისტემა, რომელიც 90-იანი წლებიდან არსებობს, მოდიფიცირდა რამდენჯერმე. 2004 წელს 150-მდე შემცირდა დეპუტატების რაოდენობა, მაგრამ არა მაჟორიტარების. ამიტომ 2004 წლიდან ეს სისტემა კიდევ უფრო დამძიმდა. დღეს გვაქვს სისტემა, სადაც მაჟორიტარის ხვედრითი წილი არის გაზრდილი. ამიტომ ერთმანეთისგან ეს ორი სისტემა უნდა გაიყოს“, - აღნიშნა უგულავამ.

კობახიძე მაჟორიტარების შემცირებაზე: შესაძლოა, გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება შედგეს

უგულავა: 2020 წლისთვის პარლამენტში სიით გასულ დეპუტატთა პროპორციის გაზრდა უკეთესი იქნება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^