Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბახალა წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

14 ივლისი, 2017 14:41

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი, იგივე ბახალა, წინასწარი პატიმრობიდან 20 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მოსამართლემ მიიღო დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ, როს შედეგადაც ბახალა დარბაზიდან გათავისუფლდა. 

მსახიობი ხუთი თვის წინ ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ბუპრენორფინის პირადი მოხმარების მიზნით ფლობისათვის წაუყენეს, სასჯელის ზომად კი 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

გუშინ მსახიობის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. 

„საქმეში ბახალას უდანაშაულობის დამადასტურებელი მრავალი არსებითი დარღვევა იკვეთება. ბოლო პერიოდის „ჩადების“ გახმაურებული ფაქტების მსგავსად გიორგის საქმეშიც მხოლოდ პოლიციელები გვევლინებიან მოწმეებად. დაკავების მომენტში ის გადაიყვანეს და გაჩხრიკეს ბნელ, უკამერო ადგილას. გიორგის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად კი ჩხრეკას ნეიტრალური პირი არ დაასწრეს. რაც ყველაზე საგანგაშოა, დაკავების დღიდან მას გარე სამყაროსთან კონტაქტის ყველა საშუალება აეკრძალა. ფიზიკური ტყვეობის გარდა, ის 5 თვეა, ინფორმაციულ ტყვეობაშიც იმყოფება. დღემდე, კომუნიკაციის ერთადერთი გზა მისი ადვოკატები არიან. გიორგი გამოძიების მხრიდან მასზე პერმანენტულ ზეწოლაზე მიუთითებს“, - ამბობენ აქციის ორგანიზატორები. 

„ერთად ბახალასთვის“ - დედაენის ბაღში გიორგი გიორგანაშვილის მხარდამჭერი აქცია დაიწყო

აქციაზე ბახალას მეგობრებმა მისი წერილი წაიკითხეს. წერილში, რომელიც მან ციხიდან გამოგზავნა ნათქვამია, რომ არ აპირებს არანაირ კომპრომისზე წასვლას. 

„ბოლომდე სამართლებრივად მივყვები პროტესტს, რისთვისაც მხოლოდ თქვენი თანადგომა მჭირდება. პროკურატურა ბოლომდე შეეცდება ჩემ ჩაძირვას და განადგურებას. ჩემი გამართლების შემთხვევაში, რამდენიმე პოლიციელის თავი ეწირება ამ ამბავს და შეეცდებიან, მაქსიმალურად მოახდინონ ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომ დავნებდე და გავტყდე,“- წერს მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი. 

ბახალას წერილი ციხიდან: არ ვაპირებ კომპრომისზე წასვლას, თქვენი თანადგომა მჭირდება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^