Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნოდია: პრემიერის განცხადება იმ ჯგუფების წახალისებაა, ვინც ქვეყნის ევროპულ გზას ეწინააღმდეგება

24 ივლისი, 2017 16:05

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არის პირდაპირი წახალისება ისეთი ჯგუფებისა, ვინც საქართველოს ლიბერალურ-დემოკრატიულ და ევროპულ გზას ეწინააღმდეგება, -  ასე აფასებს „ლიბერალთან" საუბარში პოლიტოლოგი გია ნოდია პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „მიუხედავად იმისა, რომ დღეს სახელმწიფო და ეკლესია დამოუკიდებლები არიან, საქართველოში სეკულარიზმი, თავისი კლასიკური გაგებით, უადგილოა“.

„სეკულარიზმი კლასიკური გაგებით ნიშნავს ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთმანეთისგან დამოუკიდებლობას, პრემიერი კი ამ დროს ამბობს, რომ ჩვენ რაღაც უნიკალური მოდელი გავქვს, როგორიც მსოფლიოში არსად არ არის, მაგრამ არ ხსნის, რაში მდგომარეობს ეს მოდელი. როგორც ჩანს, პრემიერმა მოინდომა ესიამოვნებინა ზუსტად იმ ხალხისთვის, ვინც დასავლურ-ლიბერალურ ღირებულებას ეწინააღმდეგება. მათი გული მოიგო, მაგრამ გამოუვიდა, ჩემი აზრით, სრულიად გაუგებარი განცხადება“,- ამბობს გია ნოდია.

მისივე თქმით, პრემიერის განცხადება ამავდროულად სახიფათოცაა, ვინაიდან საზოგადოების ცნობიერებაში დარჩება ის, რომ პრემიერის აზრით, საქართველოში სეკულარიზმი შეუძლებელია.   

„გარკვეულწილად, შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ელექტორატზე გათვლილი განცხადებაც იყო, რადგან საკმაოდ თანმიმდევრულია ოცნება ამ თვალსაზრისით. ერთი მხრივ, ის ამბობს, რომ ჩვენ ევროპული გზით მივდივართ და ჩვენ ვართ პირველი და ნამდვილი ევროპული მთავრობა, მეორე მხრივ, ყოველთვის ცდილობენ ქსენოფობიური და ანტიდასავლური ელექტორატის მიმხრობას და შენარჩუნებას. ეს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლისთანავე იყო ცხადი და გრძელდება. პრემიერის განცხადებაც, სწორედ, ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ“, - უთხრა „ლიბერალს“ გია ნოდიამ.

პრემიერ კვირიკაშვილის აზრით, საქართველოში სეკულარიზმი, თავისი კლასიკური გაგებით, უადგილოა

„ლუღლუღი პატრიარქის წინაშე" - ბერძენიშვილი პრემიერისა და პრეზიდენტის განცხადებების შესახებ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^