ფრაქცია „ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე ოთარ კახიძე აქციაზე იარაღის ტარების გამო 500 ლარით დააჯარიმეს და იარაღის ტარება 1 თვის ვადით აუკრძალეს.
ოთო კახიძის თქმით, იარაღს, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციაზე ჰქონდა, ლეგალურად ფლობს. კახიძე ამბობს, რომ იარაღს თავდაცვის მიზნით ატარებს.
შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი".
კახიძე: იარაღს ვატარებ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, თავდაცვის მიზნით