Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პარლამენტმა მარიხუანასა და კანაფთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივა მიიღო

26 ივლისი, 2017 22:13

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივას. ცვლილები 81 ხმით, სამის წინააღმდეგ დაამტკიცეს. 

იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტით, მცენარე კანაფისა და მარიხუანას მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთი თვიდან ექვს თვემდე ვადით.

აღსანიშნავია, რომ,= ინიცირებულ ვერსიაში აღნიშნული იყო, რომ მცენარე კანაფისა და მარიხუანას მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, გამოიწვევდა დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. თუმცა, როგორც „ლიბერალს“ იუსტიციის სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ შემთხვევაში ჯარიმის რაოდენობა შეიცვალა და ისევ 500 ლარი იქნება. 

ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში

რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსში გათვალისწინებულ ცვლილებებს, კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებით კოდექსს ემატება 273 პრიმა მუხლი და მცირე ოდენობით მცენარე კანაფის, მარიხუანას უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, ადმინისტრაციულსახდელდადებული პირისთვის გათვალისწინებული იქნება ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100-დან 160 საათამდე ვადით. 

მარიხუანასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს ავტორობით მომზადებული კანონპროექტიდან კულტივირების შესახებ ჩანაწერიც ამოიღეს.

კანონპროექტით, მარიხუანის მოხმარებაზე ჯარიმა 300-ის ნაცვლად ისევ 500 ლარით განისაზღვრება

„თეთრი ხმაურის მოძრაობის" შეფასებით, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი აბსოლუტურად უგულებელყოფს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და მიმდინარე პროცესებს, „რადგან კანონპროექტი მიზნად ისახავს არა ზოგადად ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზებას და სისტემურ ცვლილებებს, არამედ საკითხის დავიწროებას ერთ კონკრეტულ ნივთიერებამდე, მაშინ როდესაც მარიხუანასთან დაკავშირებით უკვე ისედაც მნიშვნელოვნად არის შერბილებული სასამართლო პრაქტიკა".

მათი თქმით, დღეს გაცილებით ფართო ჭრილში უნდა მიმდინარეობდეს საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობა და აქცენტი უნდა კეთდებოდეს ზოგადად რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ტრანსფორმაციაზე, ზრუნვაზე დამყარებული დაბალანსებული მიდგომით.

„იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი უყურადღებოდ ტოვებს იმ ათასობით ადამიანს, რომელიც პირდაპირი მსხვერპლია 2006 წელს “ნულოვანი ტოლერანტობის” სახელით დაწყებული და დღესაც მიმდინარე პოლიტიკისა, რომლებიც ფაქტობრივად არაფრის გამო იხდიან წლობით სასჯელებს საპატიმრო დაწესებულებებში. შემოთავაზებული ცვლილებები არ აუმჯობესებს ათობით ათასი ნარკოტიკის მომხმარებელი ადამიანის მდგომარეობას – მათ კვლავაც მოუწევთ პოლიციური დევნის, არაღირსეული მოპყრობის და საპატიმრო სასჯელის რისკის ქვეშ ცხოვრება. კანონპროექტი გულგრილია იძულებითი ნარკოტესტირების ღირსების შემლახავი პრაქტიკის მიმართ, აგრეთვე იმ რიგი სამართლებრივი პრობლემებისა, რომლებიც ყოველდღიურად გაუსაძლის პირობებში აყენებს ჩვენს არაერთ მოქალაქეს", - აცხადებს „თეთრი ხმაური".

„გირჩი": მარიხუანაზე სამინისტროს კანონპროექტი თვალებში ნაცრის შეყრის მორიგი მცდელობაა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^