Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კანცლერი: ჰააგის სასამართლოს საქართველოს ოფისს ხელმძღვანელი იანვარში ეყოლება

03 ოქტომბერი, 2017 15:15

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კანცლერის ჰერმან ვან ჰებელის თქმით, იანვრის დასაწყისში მათ საქართველოში საველე ოფისის ხელმძღვანელი ეყოლებათ. საქართველოში ვიზიტის დროს როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, ხელმძღვანელის შერჩევის შემდეგ დადგინდება, სად იქნება ოფისი. ჯერჯერობით ისიც კი არ არის დაზუსტებული, რამდენი ადამიანი იმუშავებს ამ ოფისში და რა როლი დაეკისრებათ მათ.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს მედიასთან, მთავრობასთან, დაზარალებულებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობა. ზუსტად ეს იქნება საქართველოს საველე ოფისის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობა და ამ საჭიროებებიდან გამომდინარე ის შეარჩევს თავის პერსონალს", - ამბობს ჰერმან ვან ჰებელი.

რაც შეეხება საველე ოფისის გახსნის დაგვიანების (სასამართლო საქართველოში ოფისის გახსნას ჯერ კიდევ შარშან გეგმავდა)  მიზეზებს: კანცლერის თქმით, პროკურორის ოფისის წარმომადგენლები დიდი ხანია საქართველოში ფარულად მუშაობენ, ხოლო ოფისის გახსნა გამოწვეულია მისი აუცილებლობით.

„ჩვენ გარკვეულ მომენტში საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კავშირი დავამყარეთ და საჭიროდ მივიჩნიეთ ოფისის გახსნა. მიმდინარე წლის ივლისში საქართველოში ვიყავი და იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოვაწერე ხელი, მაშინ, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან ურთიერთობისას გადავწყვიტეთ, რომ დადგა ოფისის გახსნის აუცილებლობა. ოფისის გახსნას გარკვეული დრო დასჭირდება. ვიცით, რომ ოფისი აუცილებელია, პროკურორის ოფისისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოს სიტუაციის გამოძიებაა", - ამბობს ჰერმან ვან ჰებელი. 

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისმა 2015 წლის იანვარში მიიღო ნებართვა 2008 წლის აგვისტოს ომში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებების გამოძიება დაეწყო.

დაზარალებულთა დახმარების მიზნობრივი ფონდი შესაძლოა 2008 წელს დევნილებს დაეხმაროს

ფაკისო მოჩოჩოკო: რუსეთი ჩვენთან არ თანამშრომლობს, თუმცა ეს გამოძიებას ვერ შეაჩერებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^