Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დაზარალებულთა დახმარების მიზნობრივი ფონდი შესაძლოა 2008 წელს დევნილებს დაეხმაროს

03 ოქტომბერი, 2017 18:42

ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დელეგაციასთან ერთად საქართველოში დაზარალებულთა დახმარების მიზნობრივი ფონდის წარმომადგენლები იმყოფებიან.

ფონდი სასამართლოსგან დამოუკიდებელი ინსტიტუტია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში სასამართლო მას კონკრეტული დაზარალებულის დახმარების თხოვნით მიმართავს.

„იმ შემთხვევაში, თუ პირს დაუმტკიცდება ბრალი და სასამართლო მასზე ზიანის ანაზღაურების ორდერს გასცემს, ხოლო ბრალდებულს კი არ შეეძლება თანხის გადახდა, მას ფონდი დაეხმარება“, - ამბობს ფონდის აღმასრულებელი დირექტორი პიტერ დე ბაანი, თბილისში ქართულ მედიასთან საუბარში.

პიტერ დე ბაანი გვიხსნის, რომ ფონდის საქმიანობა კონკრეტულ საქმეებში დაზარალებულთა დახმარებას ცდება. ფონდის მუშაობა გამოძიების დასრულებაზე არ არის დამოკიდებული, ამაზე ფონდის დირექტორთა საბჭო შეთანხმებულია. „იმისთვის, რომ დახმარება გავწიოთ, ჩვენ არ ველოდებით, როდის წარადგენენ პირს მართლმსაჯულების წინაშე“, - ამბობს დე ბაანი.

ფონდი მიზნად ისახავს, დაეხმაროს ადამიანებს, რომლებიც 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე ომის დანაშაულის მსხვერპლი გახდა (დე ბაანის თქმით, ეს კრიტერიუმი დაზარალებული რომის სტატუტით არის განსაზღვრული), მიუხედავად იმისა, მუშაობდა თუ არა სასამართლო მათ საქმეებზე.  

ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყებს ფონდი დახმარების გაწევას. როგორც დე ბაანი ამბობს, თავდაპირველად აუცილებელია დაზარალებულებთან და ხელისუფლებასთან შეხვედრა, იმისთვის რომ ფონდმა გაიგოს, რა ტიპის დახმარებაა საჭირო. საჭიროა თანხის მოძიებაc.

ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მათ დაზარალებულებისთვის სამი სახის დახმარების გაწევა შეუძლიათ: სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური.

„ინფრასტრუქტურულ პროექტებში ვერ მივიღებთ მონაწილეობას. გზებსა და სახლებს ვერ ავაშენებთ“, - თქვა მან.

ფაკისო მოჩოჩოკო: რუსეთი ჩვენთან არ თანამშრომლობს, თუმცა ეს გამოძიებას ვერ შეაჩერებს

კანცლერი: ჰააგის სასამართლოს საქართველოს ოფისს ხელმძღვანელი იანვარში ეყოლება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^