დღეს შვედეთის აკადემიამ ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში გადასცა იაპონური წარმოშობის ბრიტანელ მწერალ კაძუო იშიგუროს, „რომელმაც უდიდესი ემოციური ძალის მქონე რომანებში გააშიშვლა ჩვენი ილუზორული კავშირი სამყაროსთან“.
მან 1989 წელს რომანისთვის „The Remains of the Day” („დღის ნარჩენები“) ბუკერის პრემია მიიღო. რომანის მიხედვით, 1993 წელს ამავე სახელწოდებით გადაიღეს ფილმი, რომელმაც ოსკარის 8 ნომინაცია მიიღო.
ალფრედ ნობელის პრემიის გამარჯვებულს 9 მილიონი შვედური კრონა (დაახლოებით 2 738 870 ლარი) გადაეცემა. 1901 წლიდან ჯილდო მიიღო 114 მწერალმა, რომელთაგან 14 ქალი იყო. 28 ნაწარმოები ინგლისურ ენაზე იყო დაწერილი, 77 პროზაული ტექსტი იყო.
პრეტენდეტთა მოკლე სიის გაცნობა დაჯილდოებიდან 50 წლის შემდეგ არის შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ წლევანდელ კანდიდატთა ვინაობას 2067 წელს შევიტყობთ.
ფაქტები ნობელის პრემიის შესახებ ლიტერატურის დარგში