
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადო მოსამართლედ 38 კანდიდატიდან 34 გაამწესა. დანარჩენმა ოთხმა კანდიდატმა კი კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოაგროვეს.
უვადოდ არჩეულ მოსამართლეებს შორის არიან: თამარ ალანია(თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმთა პალატა), მერაბ გაბინაშვილი(თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე), ვასილ მშვენიერაძე(თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე და დიმიტრი გვრიტიშვილი(ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე).
რაც შეეხება 4 კანდიდატს, ესენი არიან: ელისო ტუკვაძე(თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია), გაბრიჩიძე ეკატერინე(თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია), აბშილავა ირაკლი(ზუგდიდის რაიონული სასამართლო), როინ კახიძე(ცაგერის რაიონული სასამართლო).
კენჭისყრის პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს გაიმართა. მასში მონაწილეობა არ მიუღიათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძე და საბჭოს არამოსამართლე წევრებს, ნაზი ჯანეზაშვილსა და ვახტანგ მჭედლიშვილს. კენჭისყრაში არ მონაწილეობდა საბჭოს კიდევ ერთი წევრი ლევან თევზაძე, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მივლინებაში იმყოფება.