Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო ► სექსუალური შევიწროების აკრძალვის მოთხოვნით პარლამენტში ხელმოწერები შევიდა

24 ოქტომბერი, 2017 13:08

ქალთა მოძრაობამ პარლამენტში სექსუალური შევიწროების აკრძალვის მოთხოვნით 1000 ხელმოწერა შეიტანა. ხელმოწერები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ფეისბუქის საშუალებით შეგროვდა. 

საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, სექსუალური შევიწროება არის არასასურველი, სექსუალური შინაარსის მქონე ნებისმიერი ქმედება.

დღეს საქართველოში სექსუალური შევიწროება არ არის დასჯადი ქმედება და არ განისაზღვრება დისკრიმინაციად.

პეტიციის ხელმომწერნი მოითხოვენ, პარლამენტმა დაუყოვნებლივ მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები შრომისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, რათა სექსუალური შევიწროება აიკრძალოს როგორც დასაქმების ადგილზე, ისე საჯარო სივრცეში.

როგორც ქალთა მოძრაობის წევრი და კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია ამბობს, მიუხედავად იმისა რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოამზადეს კანონპროექტი, ჩაატარეს კვლევები და გადაუგზავნეს პარლამენტს, ჯერ კიდევ არ დაუწყიათ მსჯელობა საკანონმდებლო ორგანოში. 

ქალთა მოძრაობის წევრები დღეს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომასაც დაესწრნენ, სადაც კიდევ ერთხელ ისაუბრეს სექსუალური შევიწროების შესახებ საკანონმდებლო რეგულირების აუცილებლობაზე. 

მასალაზე თანდართული ფოტო გადაღებულია 2016 წლის 25 ნოემბერის აქციაზე - „არ დავთმოთ ღამე". სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ მიმართული აქცია „ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის" ინიციატივით მოეწყო.

„რა მოხდა ქუჩაში“ - სოციალური კამპანია სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ

ქალების სექსუალური შევიწროება - პრობლემა, რომელსაც კანონი არ იცნობს

როგორც ამოვიცნოთ სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე

ფემიციდი და სექსუალური შევიწროება - კანონპროექტების ხმაურიანი განხილვა პარლამენტში

სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი ხარ?

სექსუალური შევიწროება ქართულ რეალობაში დაფარული ფენომენია - ომბუდსმენის სპეციალური ანგარიში​

ფოტო ► „არ დავთმოთ ღამე"- ქალები სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^