Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რაგბის კავშირი: ვგმობთ ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციასა და ძალადობას

27 ოქტომბერი, 2017 18:17

საქართველოს რაგბის კავშირის სოციალური პროექტების მენეჯერისა და ვეტერანი მორაგბის, ნონო ანდღულაძის თქმით, საქართველოს რაგბის კავშირი გმობს ნებისმიერ დისკრიმინაციასა და ძალადობას.

ეს კომენტარი ნონო ანდღულაძემ „ლიბერალთან“ გურამ კაშიას განცხადების ირგვლივ  სოციალურ ქსელში გამოწვეული გამოხმაურების შემდეგ გააკეთა. ანდღულაძის თქმით, რაგბის კავშირი დიდი ხანია, ჩართულია ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში და მონაწილეობენ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში. მისივე თქმით, რაგბის კავშირი გმობს ძალადობას არა მხოლოდ გენდერული, არამედ ნებისმიერი ნიშნით. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ჰოლანდიის უმაღლეს ჩემპიონატში ყველა გუნდის კაპიტანმა ლგბტ დროშის სამკლავური მოირგო. მათ შორის იყო არნემის „ვიტესის“ ქართველი კაპიტანი გურამ კაშია. ჰოლანდიის პროფესიონალ ფეხბურთელთა გაერთიანების ხელმძღვანელის, დენი ჰესპის ინიციატივით, ეს იყო მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობისთვის მიძღვნილი კამპანია. ამ ფაქტს საზოგადოების ნაწილისგან ნეგატიური შეფასებები მოჰყვა Facebook-ზე, მათი კომენტარები ჰომოფობიურ შინაარსს შეიცავს. კაშია nos.nl-თან ინტერვიუში ამბობს, რომ არ ნანობს, რაც გააკეთა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^